საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც ანიჭებს მნიშვნელობას შავი კატის, სუფრაზე მარილის დაპნევის, სარკის გატეხვისა და კიდევ უამრავ ფაქტორს. ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნით, გადავწყვიტეთ, ამიერიდან მსოფლიოს ამა თუ იმ ეთნოსისთვის დამახასიათებელი რიტუალები და ცრურწმენები გაგაცნოთ სხვადასხვა თემატიკაზე, იქნება ეს ბარაქა, ოჯახური ბედნიერება თუ შვილიერების საკითხი. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება გავეცნოთ ხალხში შემორჩენილ უძველეს წეს-ჩვეულებებსა და ზოგიერთი მათგანის შესახებ უფრო ვრცლადაც ვიმსჯელოთ ფორუმზე.
დღეს ფულისა და მატერიალური დოვლათის შესახებ ვისაუბრებთ. ერთად გადავხედოთ ძველი სლავების წეს-ჩვეულებებს და ცრურწმენებს ამ კუთხით... თუ გნებავთ დავტესტოთ კიდეც.
ხალხური რჩევები უშვილობის წინააღმდეგ
ძველ სლავებს მიაჩნდათ, რომ ქალმა რომელსაც სურს მალე დაფეხმძიმდეს სასურველია ჭამოს ნებისმიერი სახის საკვები, რაც თავის თავში "ჩანასახის" ან "ახალი სიცოცხლის" ფუნქციას ატარებს. მაგალითად: კვერცხი, ხიზილალა, კაკალი, გოგრის თესლი, მზესუმზირა, მიწის ვაშლი და სხვა.
საიმისოდ რომ ქალი მალე დაფეხმძიმდეს, მან აუცილებლად უნდა მოუაროს უპატრონო კნუტს ან ლეკვს... მთლად უკეთესია, თუკი ზემოთ ხსენებული მხეცუნია მას თავისი ინიციატივით მიეკედლება.
სლავი ქალების აზრით, მას ვინც დედობისთვის ემზადება, აუცილებლად ესიზმრება სპეციფიკური სიზმრები. მაგალითად: თევზის ჭერა, კვერცხებით სავსე კალათა, ძვირფასი თვლები, რომელსაც მას ჩუქნიან სიზმარში, რძე, ბავშვის თეთრეული და ა.შ.
კარგია, თუკი საკუთარ ქორწილზე მაქსიმალურად ბევრ ორსულს დაპატიჟებთ სტუმრად. სლავებს სჯეროდათ, რომ მათი მდგომარეობა პატარძლისთვისაც "გადამდები" იქნება.
საიმისოდ რომ უშვილობის ტვირთი აეცილებინათ თავიდან, სლავი პატარძლები რომელიმე ნაყოფით დახუნძლულ ხეზე გამოაბამდნენ ხოლმე ფატის ნაგლეჯს.
სახლში სადაც ცხოვრობთ ან უშუალოდ საძინებელში, განათავსეთ რამოდენიმე ტირიფის ტოტი. ტირიფს სლავები ყველაზე ნაყოფიერ ხედ მიიჩნევდნენ და სჯეროდათ რომ იგი შვილიერებას უწყობს ხელს.
საიმისოდ რომ უშვილობის პრობლემა აეცილებინათ თავიდან, ძველი სლავები გასათხოვარ ქალებს აჭმევდნენ სამი სხვადასხვა ხის ნაყოფს, რომელიც ჯერ კიდევ ჩანასახს წარმოადგენდა. მაგ. მკვახე ვაშლი, ატამი და ა,შ
უშვილობის თავიდან ასაცილებლად სლავი ქალები ასევე ვაშლის ხისგან დამზადებულ დამცავ ამულეტებს ატარებდნენ. ვაშლის ხე ზოგადად ნაყოფიერების სიმბოლოდ იყო მიჩნეული.