ხართ თუ არა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის საუკეთესო წარმომადგენელი - ვერძი

ხართ თუ არა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის საუკეთესო წარმომადგენელი  - ვერძი

თორმეტ ფსიქოტიპად იყოფიან. თუმცა მათ შორისაც არსებობს კლასიფიკაცია, არის კარგი და ცუდი. ამიტომ შესაძლებელია ბოროტი და ბოღმიანი მშვილდოსანიც შეგხვდეთ ცხოვრებაში, დაუკვირვებელი და ცანცარა თხის რქაც, მოლაყბე თევზებიც და უპასუხისმგებლო კირჩხიბიც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ადამიანი საკუთარ ზოდიაქოს ნიშანს. დღეიდან სტატიების ციკლში გაგაცნობთ იმას, თუ კონკრეტულად რომელ თვისებებს უნდა ამართლებდეს საიმისოდ თითოეული თქვენგანი, რომ იგი საკუთარი ნიშნის ჭეშმარიტ და დადებით წარმომადგენლად ჩაითვალოს.

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულს საუკეთესო თვისებად ხასიათში სიალალე, გულწრფელობა, პირდაპირობა და მებრძოლი სული ეთვლება. ვერძი საუკეთესოა, თუკი იგი აკონტროლებს საკუთარ ხასიათში უხეშობასა და სიხისტეს.

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული თავისი ზოდიაქოს საუკეთესო წარმომადგენელია, თუკი შესწევს ძალა არ იყოს უტაქტო და დაუკვირვებელი. თუკი შეუძლია ადამიანებს უანგაროდ გაუწოდოს დახმარების ხელი, ყველა ჯერზე დაცემული წამოდგეს და სხვებსაც მისცეს წინსვლის სტიმული.

ვერძის ნიშნის საუკეთესო წარმომადგენელი ხართ თუკი შეგიძლიათ არ დაიბოღმოთ ადამიანებზე და არა ერთი იმედგაცრუების მიუხედავად მაინც ახერხებთ გჯეროდეთ მათი. თუკი ქმედებამდე ათჯერ ითვლით, ცხელ გულზე რაიმეს ჩადენამდე კი ასჯერ და კიდევ წრეზე.

თუკი შეგწევთ ძალა და უნარი სხვებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნოთ, გულიანად იცინოთ საკუთარ შეცდომებზე და ალალად აღიაროთ, რომ შეცდით... თუ ეს ყველაფერი შეგიძლიათ, თქვენ ჭეშმარიტი ვერძი ხართ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?