თორმეტ ფსიქოტიპად იყოფიან. თუმცა მათ შორისაც არსებობს კლასიფიკაცია, არის კარგი და ცუდი. ამიტომ შესაძლებელია ბოროტი და ბოღმიანი მშვილდოსანიც შეგხვდეთ ცხოვრებაში, დაუკვირვებელი და ცანცარა თხის რქაც, მოლაყბე თევზებიც და უპასუხისმგებლო კირჩხიბიც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ადამიანი საკუთარ ზოდიაქოს ნიშანს. დღეიდან სტატიების ციკლში გაგაცნობთ იმას, თუ კონკრეტულად რომელ თვისებებს უნდა ამართლებდეს საიმისოდ თითოეული თქვენგანი რომ იგი საკუთარი ნიშნის ჭეშმარიტ და დადებით წარმომადგენლად ჩაითვალოს.
მაშ ასე, ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ხართ, თუკი გულუხვი, ხელგაშლილი, ბუნებით დიდსულოვანი და ამაყი ადამიანი ბრძანდებით. თუ არ გიყვართ ჭორები და ინტრიგები, მუდმივად დგახართ თქვენზე უფრო სუსტების და გაჭირვებულების სადარაჯოზე. საზოგადოებაში თავის დაჭერა და ემოციების მართვა ბრწყინვალეთ შეგიძლიათ. არასოდეს "ხურდავდებით" წვრილმან უსიამოვნებებსა და წყენაზე. ყოველთვის მზად ხართ ადამიანებს აპატიოთ და მიუტევოთ შეცდომები. გიყვართ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და გამოგდით ლიდერის როლი. თუ არ გაშინებთ პასუხისმგებლობების აღება სხვების გამო და მუდმივად მზად ხართ სახელი გერჩივნოთ მატერიალურ შემოსავლებს.