ხართ თუ არა თქვენი ზოდიაქოს საუკეთესო წარმომადგენელი - თევზები

ხართ თუ არა თქვენი ზოდიაქოს საუკეთესო წარმომადგენელი - თევზები

თორმეტ ფსიქოტიპად იყოფიან. თუმცა მათ შორისაც არსებობს კლასიფიკაცია, არის კარგი და ცუდი. ამიტომ შესაძლებელია ბოროტი და ბოღმიანი მშვილდოსანიც შეგხვდეთ ცხოვრებაში, დაუკვირვებელი და ცანცარა თხის რქაც, მოლაყბე თევზებიც და უპასუხისმგებლო კირჩხიბიც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ადამიანი საკუთარ ზოდიაქოს ნიშანს. სტატიების ციკლში გაგაცნობთ იმას, თუ კონკრეტულად რომელ თვისებებს უნდა ამართლებდეს საიმისოდ თითოეული თქვენგანი რომ იგი საკუთარი ნიშნის ჭეშმარიტ და დადებით წარმომადგენლად ჩაითვალოს

მაშ ასე, თევზების ზოდიაქოს ნიშნის საუკეთესო წარმომადგენელი ხართ, თუკი თქვენში ძლიერია ინტუიცია, ადამიანების გასაჭირი და ტკივილი უთქმელად თუ გესმით და ასევე ყოველგვარი თხოვნის გარშე ბოლომდე უთანაგრძნობთ მათ რთულ სიტუაციაში. თუკი გაქვთ უნარი, უანგაროდ და ბოლომდე გიყვარდეთ ადამიანები ყოველგვარი ქვენა გრძნობების და გამორჩენის გარეშე. თუკი გაგაჩნიათ თვისება, ნებისმიერის "ტყავში შეძვრეთ" და მთელი სიგრძე-სიგანით გაითავისოთ ამა თუ იმ პიროვნების გასაჭირი. თუკი არასოდეს განსჯით და აკრიტიკებთ ადამიანებს და ცდილობთ, ნებისმიერ, ყველაზე ნაძირალასაც კი ამა თუ იმ სიტუაციაშია გამართლება მოუძებნოთ. თუკი გამუდმებით ეძებთ კარგ თვისებებს ადამიანებში, თვალს ხუჭავთ ცუდზე და მუდმივად გაქვთ მოთხოვნილება, იცხოვროთ გულით, ნაკლებად გონებით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?