ხართ თუ არა წმინდანი თქვენი ზოდიაქისგან გამომდინარე?

ხართ თუ არა წმინდანი თქვენი ზოდიაქისგან გამომდინარე?

მე-12 ადგილი - ტყუპი

რა ესაქმებათ მათ წმინდანების რიგში?.. მათ არ ესმით კარგი/ცუდი, კეთილი/ბოროტი, ნათელი/ბნელი. რადგან სანამ თვალს დაახამხამებთ, შეუძლიათ ერთმანეთში აურიონ ყველაფერი.

Astrologia

მე-11 ადგილი - მშვილდოსანი

ყველამ იცის, რომ მშვილდოსანი ზოდიაქის მთვარი რობინ ჰუდია. მისი მისია გაჭირვებულების დახმარება და შეურაცხყოფილების დაცვაა. მხოლოდ მას შეუძლია ნაგავსაყრელიდან კნუტი შინ წაიყვანოს და მოუაროს. თუმცა, ცოდვების (იცის, რასაც ვგულისხმობთ) გამო წმინდანებში საპატიო ადგილზე ვერ მოხვდება.

მე-10 ადგილი - ლომი

მუდამ სურს, იმაზე უკეთესად გამოიყურებოდეს, ვიდრე სინამდვილეშია. სულით ხორცამდე ალქაჯიც რომ იყოს, მაინც წმინდანის იერი ექნება. სიკეთის მკეთებელია, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ უფრო მეტი ადამიანი ეთაყვანოს.

მე-9 ადგილი - ვერძი

საკმაოდ პატივმოყვარე ნიშანია. სიკეთისა და გმირობის გამო სასურველ საფასურს, ჯილდოს ითხოვს. თუ სათავისო არ მიიღო, რქებსაც მოგიღერავთ და ფეხებსაც დაგიბაკუნებთ.

Astrologia

მე-8 ადგილი - თხის რქა

მისი ამოცანაა, ცხოვრება ისე განვლოს, რომ ნაკლები სამხილი დატოვოს. მიზანი კი კარიერული წინსვლაა. მაგრამ არც სიკეთის კეთება ეშლება მხოლოდ მას შეუძლია ფარულად დაეხმაროს საქველმოქმედო ორგანიზაციებს. სამსახურში დაასაქმოს უსაქმური ნათესავები, მაგრამ ცოდვები მასაც საკმაოდ ბევრი აქვს.

მე-7 ადგილი - სასწორი

ვერ გაურკვევია: ლამაზი და ჭკვიანი იყოს თუ წმნიდანი ან ცოდვილი. ხომ გაგიგონიათ, ცხვარი ცხვარიაო, ასეა სასწორის შემთხვევაშიც. თუ დასჭირდა, გარშემო მყოფებს ცხოვრებას გაუმწარებს და ცოდვებსაც საკმარისად აიკიდებს.

მე-6 ადგილი - კურო

საკმაოდ კარგი ადამიანია, მუდამ ჰარმონიისკენ ისწრაფის. ხანდახან საკუთარ თავსაც კი დააზარალებს, სხვას რომ სიკეთე გაუკეთოს. განსაკუთრებით მაშინაა გულუხვი, როცა საქმე ახლობლების კეთილდღეობას ეხება.

Astrologia

მე-5 ადგილი - ქალწული

ხუთეულს ქალწული ხსნის. წმინდანის სახელი სულ არ სჭირდება რომ ჰქონდეს. მთავარია, თავისი ახლობლები მიხედილ-მოვლილები ჰყავდეს. და მათ თვალში მაგარი გამოჩნდეს. მერე რა თუ ხანდახან მწარე კრიტიკა წამოსცდა?..

მე-4 ადგილი - თევზები

ქალღმერთის სტატუსს უფრო დასჯერდება, ვიდრე წმინდანისას. სიკეთეს ისე აკეთებს, რომ მადლობასაც არ ელის არავისგან. მთავარია, მოიცალოს და გადაწყვიტოს, რომ გმირია.

მე-3 ადგილი - მერწყული

სამეულს ხსნის მერწყული. წმინდანი მისი მეორე სახელია. შეხედეთ მას: ისაა მხიარული, კეთილშობილი, ალტრუისტი მოსაუბრე. მისი ერთადერთი, ცოდვა ღვინო და ტორტია. თუმცა, თავად ასე არ მიაჩნია.

Astrologia

მე-2 ადგილი - მორიელი

აი, ესაა მოულოდნელობა. ვერცხლის პრიზიორი მორიელი გახდა! ვინ იფიქრებდა, რომ ეშმაკის ფეხი წმინდანების გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდოდა. არადა, რომ დაუკვირდეთ, მართლია, მასზე ადამიანური, კეთილშობილი და ღირსეული მართლაც არავინაა. მთვარია, არ გააბრაზოთ!

პირველი ადგილი -კირჩხიბი

საპატიო ტიტულის მფლობელი კირჩხიბი გახდა. რატომ? მხოლოდ მას შეუძლია გაუგოს, აპატიოს და დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს. მუდამ გულთან ახლოს მიაქვს სხვისი გასაჭირი და ხშირად მასზე მეტსაც კი ნერვიულობს და განიცდის. გარშემო მყოფების მოსაფერებლადაც მზადაა და დასაპურებლადაც. აი, ვინაა ზოდიაქის მთვარი წმინდანი.

მოამზადა რუსუდან გელაშვილმა