ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი: რომელ ზოდიაქოს ნიშანზე მოახდენს იანვრის ყველაზე ცუდი კვირა მნიშვნელოვან გავლენას?

ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი: რომელ ზოდიაქოს ნიშანზე მოახდენს იანვრის ყველაზე ცუდი კვირა მნიშვნელოვან გავლენას?

"ამ კვი­რის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვე­ნი დღის მნა­თო­ბის - მზის მომ­დევ­ნო ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში გა­დას­ვლაა. 20 იან­ვარს დღის 13:00-ზე მზე და­ტო­ვებს თხის რქის ნი­შანს და მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­დაბ­რძან­დე­ბა. გი­ლო­ცავთ, მერ­წყუ­ლე­ბო, მო­მა­ვალ და­ბა­დე­ბის დღე­ებს და წარ­მა­ტე­ბულ სო­ლა­რულ წე­ლი­წადს გი­სურ­ვებთ.

მერ­წყუ­ლე­ბის­თვი­საც და არამ­ხო­ლოდ მათ­თვის, 20 იან­ვრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 1 თვე სამ­ყა­რო ცვლი­ლე­ბე­ბით, სი­ახ­ლე­ე­ბითა და ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე იქ­ნე­ბა. ეს პე­რი­ო­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ნა­მოზ­რე­ე­ბის მო­ძი­ე­ბის, ახა­ლი მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნის, ძვე­ლებ­თან კი უფრო მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის დროა. ამ დროს კოს­მო­სი იძ­ლე­ვა ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ვი­ყოთ ჩარ­თუ­ლი სა­ერ­თო შორ­სმი­მა­ვალ პრო­ექ­ტებ­ში, ვი­პო­ვოთ მი­ზა­ნი, მო­ვი­პო­ვოთ სუ­ლი­ე­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

და­ვუბ­რუნ­დე­ბი ამ კვი­რის ას­პექ­ტებს და გე­ტყვით, რომ კვი­რის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი რო­მან­ტი­უ­ლი ნო­ტე­ბის აკომ­პა­ნემენ­ტით წა­რი­მარ­თე­ბა, რა­საც მერ­კუ­რის სექ­სტი­ლი ნეპ­ტუნ­თან გა­ნა­პი­რო­ბებს. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს თევ­ზებ­სა და მერ­წყუ­ლებს ეხე­ბათ. ის ასე­ვე შე­მოქ­მე­დე­ბით ბიძ­გებს მის­ცემს იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ხე­ლოვ­ნე­ბას­თან კავ­შირ­ში არი­ან. ეს ფრი­ად კარ­გი დროა, მათ­თვი­საც, ვინც ეზო­ტე­რი­კას სწავ­ლობს, - რად­გან სწო­რედ ახლა ჩა­ერ­თვე­ბათ და­ფა­რულ­ში ჩაწ­ვდო­მის უნა­რი. ასე­ვე შე­საძ­ლოა ამ დღე­ებ­ში სუ­ლი­ე­რი მოს­წავ­ლე გა­მო­გიჩნდეთ, ან პი­რი­ქით - თქვენ გა­იც­ნოთ ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან სი­ახ­ლო­ვეც აგა­მაღ­ლებთ თქვენს სუ­ლი­ე­რე­ბა­ში. მე­ო­რე მხრივ, ცოტა არ იყოს, გა­ფან­ტუ­ლო­ბა და დაბ­ნე­უ­ლო­ბაც შე­უძ­ლია შე­მო­ი­ტა­ნოს ჩვენ­ში. ასეთ დროს გვა­ვი­წყდე­ბა ხოლ­მე სად რა დავ­დეთ, კა­ლა­მი, გა­სა­ღე­ბი, სა­ბუ­თე­ბი. შე­საძ­ლოა გზებ­ზე მცი­რე ორი­ენ­ტა­ცი­ის და­კარ­გვაც და ერთი შე­სახ­ვე­ვის მა­გივ­რად მე­ო­რე­ში გა­დახ­ვე­ვა. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე­ვე დგე­ბა ხოლ­მე თა­ვის კა­ლა­პოტ­ში - გზა­საც ვპო­უ­ლობთ და ნივ­თებ­საც მა­ლე­ვე აღ­მო­ვა­ჩენთ ხოლ­მე.

ასე­ვე უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ მერ­კუ­რი­სა და ნეპ­ტუ­ნის ას­პექ­ტის "წყა­ლო­ბით", შე­საძ­ლოა ჩვე­ნი სი­ტყვე­ბი ვინ­მეს­თვის ცოტა ბუნ­დოვ­ნად, გა­ურ­კვევ­ლად ან ორაზ­როვ­ნად ჟღერ­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბით საგ­რძნო­ბი ეს პი­კის დროს - 14 რი­ცხვში იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მერ­კუ­რი­სა და პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბას, რო­მე­ლიც პიკს კვი­რის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში 17-18 რი­ცხვებ­ში მი­აღ­წევს, ამ ას­პექ­ტის გავ­ლე­ნით შე­საძ­ლოა მო­გი­წი­ოთ კა­მა­თი, აღ­გზნე­ბუ­ლი სა­უბ­რი­სას კი ემო­ცი­ებ­მა გო­ნე­ბა დაბ­ლო­კოს. ასე­თი ეცა­დეთ, არ მის­ცეთ ამ შეხ­ლა-შე­მოხ­ლას ფი­ზი­კუ­რი ხა­სი­ა­თი, ვი­ნა­ი­დან ამ დღეს ტრავმე­ბის მი­ღე­ბის ალ­ბა­თო­ბა იზ­რდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­საძ­ლოა კი­დუ­რე­ბის, უფრო კი ხე­ლის და­ზი­ა­ნე­ბა. იზ­რდე­ბა ასე­ვე კრი­მი­ნალ­თან შე­ხე­ბის გაზ­რდი­ლი ალ­ბა­თო­ბაც. უნდა აუ­ცი­ლებ­ლად ით­ქვას, რომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, კა­ტე­გო­რუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, არა­სა­სურ­ველს ხდის ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვებს.

გაგრძელება წაიკითხეთ აქ

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?