სისწრაფით გვიახლოვდება და ჩვენი მკითხველებისთვის ყველაზე აქტუალურ თემას კიდევ ერთხელ და არაერთგზის ალბათ დავუბრუნდებით. ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ ცეცხლოვანი მამლის შესახებ და მის შესახვედრად.
ევროპულ ასტროლოგიაში 2017 წელი მარსისა და მზის ენერგეტიკასთან ასოცირდება. ამიტომ 2017 წლის მარტიდან, როცა მამალი რეალურად შევა "ძალაში" და საკუთარ უფლებებს წამოაყენებს, გაუმართლებთ იმ ადამიანებს ვის ზოდიაქოს ნიშანსაც მარსისა და მზის ენერგეტიკა მართავს. წლის მთავარი სიმბოლოებიც მარსიანულ-მზის ენერგეტიკისაა. ამიტომ კარგი იქნება საკუთარ სახლსაც თუკი ამ პლანეტების სიმბოლიკით მორთავთ.
რა ჩავიცვათ - ფერები და სამოსი
ალბათ აკვირდებით, რომ მაღაზიები და მოდური ჟურნალები ფაქტობრივად გადაძეძგილია ხავერდისა და ბრჭყვიალა ფაქტურის მქონე სამოსით. მამალი მოდაში ამკვიდრებს ყველაფერს მკვეთრს, კაშკაშას. მოდაში იქება ისეთი ფერები როგორიცაა: მოწითალო-სისხლისფერი, მეწამული, ალისფერი, ფორთოხლისფერი, აგურისფერი, წითლის ნებისმიერი ელფერი, ყვითელი, ოქროსფერი, მოყვითალო ოქროსფერი.
რა სახის აქსესუარი ვატაროთ - ძვირფასი ქვები
უპირატესობა მიანიჭეთ ოქროს სამკაულებს. კარგი არჩევანია ბრილიანტი ან ლალი. ყველა ეს ქვა მზისა და მარსის ენერგიას ატარებს. აქტიურად ატარეთ მასიური და მკვეთრი სამკაულები.
რა მოვამზადოთ
- გარდა იმისა, რომ სასურველია (თუმცა არა აუცილებელი!) ხორცეულისგან, განსაკუთრებით კი ფრინველის ხორცისგან თავის შეკავება. სუფრაზე უნდა იყოს მწვანე ხახვი, ყურძენი, მწარე-ცხარე კერძების ასორტიმენტი, ორაგული და ზღვის პროდუქტები, ციტრუსეული, ფინიკი, ბოლოკი, სტაფილო და მისგან მომზადებული სალათები, სიმინდი როგორც სალათებში ისე მოხარშული, ყველა სახის თხილეული და ჩირი, ბადრიჯნის კერძები, ყველი, შოკოლადის ასორტი, შავი ზეთისხილი, დამარილებული თევზი, ლორი, ბრინჯის კერძები.
სიყვარული, შობადობა და ქორწინება
თუ ჯერ დაოჯახებული არა ხართ კარგი წელიწადია ახალი ურთიერთობის წამოსაწყებად. სიყვარული კი, რომელიც უკვე გადაიზარდა მყარ ქორწინებაში აუცილებლად გადავა ახალ ეტაპზე და ოჯახური ბედნიერების გაორმაგების შანსი მოგვეცემა. თუ ბავშვს ელოდებით ცეცხლოვანი მამლის წლის შუა პერიოდში გახსოვდეთ, რომ განთიადის მომასწავებლის სტატუსი ყოველთვის სასიამოვნო იქნება თქვენი პაწაწინა მამლაყინწასათვის. თუ არ გხიბლავთ საკუთარი შვილისთვის ამაყი და თავმომწონე ხასიათის ნიშნები, შეგიძლიათ დაელოდოთ 2018-ს. ძაღლის წლის დადგომას და გეყოლებათ ერთგული, წინდახედული ძაღლი, რომლისთვისაც მშობლის სიტყვა იქნება მთავარი... მიხედავად დაძაბულობისა და გაუწონასწორებელი სიტუაციისა 2017 წლის დასაწყისში ეს წელი პარადოქსულად ხელსაყრელია ქორწინებისათვის. გაიხსენეთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ტრადიციული საქორწილო კაბის ფერი ჩინეთსა და აზიის მრავალ ქვეყანაში წითელია.