რომ სექტემბრის თვე საკმაოდ რთული იქნება გამომდინარე იქედან რომ ცაზე არცთუ მარტივი პლანეტარული განლაგებებია, ამასთან ერთად, ზუსტად ამ თვეს ემთხვევა ე.წ. "დაბნელებების კორიდორი" ორი დაბნელება - მზისა და მთვარის, რაც თავისთავად ართულებს სიტუაციას. დაბნელებები თავისი არსით უნიკალური ასტროლოგიური მოვლენაა და მისი მეშვეობით სამყარო უდიდეს ენერგეტიკულ პოტენციალს აგზავნის. თუმცა, ამ ენერგიას სწორი მიღება და გამოყენება უნდა. ამიტომაც არის რომ ზუსტად დაბნელებების პერიოდში ხდება ადამიანების ცხოვრებაში მოულოდნელი და ხშირად ფატალური მოვლენები. ხოლო იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ნიშნებშია მზისა და მთვარის დაბნელება შეგვიძლია ვივარაუდოთ, კონკრეტულად რომელი სფეროები იქნება აქტიური და საკვანძო ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენების გავლენით.
სექტემბრის დაბნელებები ქალწული-თევზების ღერძზე ხდება. ამიტომ აქტუალური თემები გონიერებასა და იდეალიზმს შორის ზღვარის დაცვაზე გადის. ქალწული მატერიალისტი ნიშანია, თევზები კი - მეოცნებე. თუმცა, ქალწულის ნეგატიურ თვისებებს, რომელიც მერკანტილურობასა და ზედმეტ სკეპტიციზმში აისახება, თევზების სულიერება და სასწაულების რწმენის უნარი აბალანსებს. ამიტომ სექტემბრის დაბნელებები ზუსტად ამ საკითხებს წამოსწევს წინ - ადამიანებს მოუწევთ მატერიალურ და სულიერ სამყაროს შორის სწორი ბალანსის დაცვა. რაკი მზის დაბნელება ქალწულში ხდება, აუცილებლად გააქტიურდება მატერიალური საკითხები და მასთან დაკავშირებული თემები. ხოლო მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოში სულიერების, ურთიერთთანაგრძნობისა და მიტევების საკითხებზე დაფიქრების აუცილებლობას მოგვცემს. თუმცა რეალური ამოცანა ის გახლავთ, რომ ამ პერიოდში უნდა შევძლოთ ჯანსაღი რეალიზმისა და ობიექტური იდეალიზმის სინთეზირება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი სიკეთე ქმედითი უნდა იყოს, ხოლო ჩვენი ქმედებები აუცილებლად უნდა იყოს გაჯერებული სითბოთი და ზრუნვით ახლობელი ადამიანების მიმართ.
როგორც უკვე ვიცით, მზის დაბნელება უკან მოვიტოვეთ, თუმცა წინ მთვარის დაბნელება გველის 16 სექტემბრეს, რომელიც თევზების ზოდიაქოში ხდება და ამჯერად უკვე ქალურ ენერგეტიკას, ემოციურ სფეროს ააქტიურებს. ამ პერიოდში შესაძლოა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს გაუჭირდეთ საკუთარი ემოციების მართვა. თევზების გავლენით ჩვენს ქვეცნობიერში დალექილი ყველაზე მიმალული ემოციები აქტიურდება. ამიტომ აუცილებელია ამ დღეებში ჯანსაღი თვალით შევხედოთ ყველაფერს, არ ავყვეთ შიშებსა და ემოციებს. ვაკონტროლოთ ჩვენი დამოკიდებულება გარშემო მყოფების მიმართ. არ დავუშვათ წყენა და კონფლიქტები.
ქალწული-თევზების ღერძი ასევე ააქტიურებს ჯანმრთელობის თემებს. თუმცა, ამ თემებში არამხოლოდ ფიზიკური, სულიერი სიჯანსაღის მომენტიც გასათვალისწინებელი. აუცილებელია გავიაზროთ, რომ ფიზიკური სხეული მხოლოდ და მხოლოდ სულიერი "წყლულების" შედეგად იწყებს დაავადებას. ამიტომ მიმდინარე დაბნელებები საუკეთესო დროა საიმისოდ, რომ ჩვენს სულს ვუწამლოთ და ამით თავიდან ავიცილოთ სამომავლო ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც დაგროვილი წყენის, უთანხმოების, შურისა და ბოღმის შედეგად შეიძლება შეექმნას ჩვენს ორგანიზმს. უნდა გვახსოვდეს, რომ დაბნელების ენერგეტიკა, მოქმედებს როგორც პრიზმა, გამადიდებელი შუშა. შესაბამისად, ამ პერიოდში ნებისმიერი ტიპის მავნე ჩვევებისა და მიჯაჭვულიბისგან გათავისუფლების შანსი გვეძლევა. რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ.
სულიერ სიმშვიდეს, ფიზიკურ სიჯანსაღეს და სიკეთეს გისურვებთ!