კირჩხიბი ბავშვი

კირჩხიბი ბავშვი

ხშირ შემთხვევაში პატარა კიბო არასოდეს ტირის  უმიზეზოდ. მისი ცრემლების სათავე აუცილებლად რეალური და ძლიერი ემოციებია (რამის შეეშინდა, ეტკინა ან უბრალოდ ცუდი სიზმარი ნახა) და არა ბავშვური ჭირვეულობა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ბავშვისთვის, ჰაერივით აუცილებელია, რომ დედა გამუდმებით გვერდით ეგულებოდეს. ამიტომ, ბებია–ბაბუა–ბიძა–ბიცოლებთან მის თუნდაც მოკლევადიან დატოვებას, როგორც წესი, პატარა კირჩხიბის მხრიდან ხანგრძლივი და გულსაკლავი ტირილი ახლავს თან. თქვენი შვილი უზომოდ ფრთხილი და მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ რაც მის გარშემო ხდება. იქნება ეს ხმაური, სუნი, მკვეთრი შუქი თუ უცნობი ადამიანების მოსვლა სტუმრად. ამასთან ერთად, განცდილი შთაბეჭდილებები ხანგრძლივად რჩება მის პატარა სულში. აქედან გამომდინარე, შეეცადეთ მაქსიმალურად მშვიდი ატმოსფერო შეუქმნათ მას სახლში.

Astrologia

პატარა კიბორჩხალებს უზომოდ განვითარებული ფანტაზიის უნარი და წარმოსახვის ნიჭი აქვთ, ბევრ მათგანს შეიძლება ადრეული ასაკიდან რაიმე სახის შემოქმედებითი ტალანტიც აღმოაჩნდეს - ხატვის, სიმღერის, ცეკვის ან მსახიობობის, ამიტომ გასაკვირი არაა თუ თქვენი შვილი, ხშირად საკუთარ სათამაშოებსაც, როგორც სულიერ არსებებს ისე ეკონტაქტება და ეთამაშება. უფრო მეტიც, შესაძლოა მან „წარმოსახვითი მეგობარიც“ კი გაიჩინოს, რომლის არსებობაში თქვენც აქტიურად დაგარწმუნებთ. გამომდინარე იქედან, რომ კიბო წყლის სტიქიის წარმომადგენელია, პატარა კირჩხიბს ყველაზე მეტად მაინც წყალი უყვარს. ამიტომ, არ გამიკვირდება ხშირად შეგეპაროთ აბაზანაში, საიდანაც თავიდან ფეხებამდე გაწუწულს და მაგრამ უზომოდ ბედნიერს გამოიყვანთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?