თითო პლანეტა შეესაბამება. საკვებიც დღისა და პლანეტის გათვალისწინებით უნდა მოამზადოთ. ამგვარად გააძლიერებთ ამა თუ იმ პლანეტის გავლენას თქვენს ცხოვრებაში. მარტივად აგიხსნით, რომელ დღეს რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ.
კვირა - მზე, მთავარი პროდუქტი - ხორბალი
მზის ენერგიის მოსაზიდად კერძში წითელი წიწაკა და შავი პილპილი დაუმატეთ. გამოიყენეთ ჯანჯაფილი, დარიჩინი.
ახალმომზადებული კერძი გაასინჯეთ მამას, სულიერ მასწავლებელს.
ორშაბათი - მთვარე, მთავარი პროდუქტი - ბრინჯი, რძე და რძის პროდუქტები
აგრეთვე, მიირთვით ხილი და ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ.
ახალმომზადებული კერძი გაასინჯეთ დედას, მეგობარ გოგონას.
სამშაბათი - მარსი, მთავარი პროდუქტი - სიმინდი, ოსპი
მოიმზადეთ ლიმონის კოქტეილი. მიირთვით სტაფილო, კაკალი ქინძი, კურკუმა. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორის თვისებები.
ახალმომზადებული კერძი გაასინჯეთ უმცროს და-ძმას, ან ახალგაზრდა ადამიანს.
ოთხშაბათი - მერკური, მთავარი პროდუქტი - ლობიო
მიირთვით გვირილის ჩაი. კერძში გამოიყენეთ პიტნა და რეჰანი. იყავით კომუნიკაბელური. გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.
ახალმომზადებული კერძი გაასინჯეთ ბიძას (დედის ძმას), მეგობრებსა და ნათესავებს.
ხუთშაბათი - იუპიტერი, მთავარი პროდუქტი - თხილეული
აგრეთვე სასარგებლოა გოგრის, ცხიმიანი საკვების, კარაქის ჭამა. მიირთვით თაფლიც.
ახალმომზადებული კერძი გაასინჯეთ ქმარს, შვილებს, შვილიშვილებს, პაპას ან მოსწავლეებს.
პარასკევი - ვენერა, მთავარი პროდუქტი - ტკბილეული
ამ დღეს შეგიძლიათ ჭამოთ მურაბა, დელიკატესები. იყავით ჰარმონიული, კეთილი გარშემო მყოფების მიმართ.
ახალმომზადებული კერძი გაასინჯეთ ცოლს, ქალს, საშუალო ასაკის ადამიანს.
შაბათი - სატურნი, მთავარი პროდუქტი - შავი, ან მუქი ლურჯი ფერის პროდუქტი
კარგი დღეა ნერვული სისტემის, ძვლებისა და კბილების გასაძლიერებლად. მოთმინებისა და დისციპლინის გამოსახატავად.
ახალმომზადებული კერძი გაასინჯეთ მოხუცებს, მათხოვრებს.
იყავით ჯანმრთელები და ჰარმონიულები!