კვირის (22.10 - 28.10) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კვირის (22.10 -  28.10) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მორიელი

ირგვლივ მყოფებს თავის გამოვლენის საშუალება მიეცით, მაგრამ ყოველთვის დაანახვეთ, ვინ არის მთავარი გამწევი ძალა. ამ კვირაში კარგად უნდა შეისწავლოთ თქვენი კოლეგების შესაძლებლობები, ასევე, სცადეთ გაიგოთ რას გეგმავენ კონკურენტები. ეს ინფორმაცია სულ მალე შეუფასებლად მნიშვნელოვანი გახდება! მისია, რომელიც რამდენიმე თვის წინ იკისრეთ, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და, თუ გინდათ, რომ წარმატებით შეასხათ ხორცი, არავითარ შემთხვევაში არ მოდუნდეთ. ამ კვირაში თავს დაგატყდებათ მოულოდნელობა, რომელსაც მზად უნდა დაუხვდეთ და სწრაფი რეაგირებით გადაჭრათ პრობლემა. ამ კვირაში მოსალოდნელია ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება. მოგაწვებათ აუხსნელი, პოზიტიური ემოციები, რომელიც შეგმატებთ ენერგიას.

მშვილდოსანი

თუ თქვენ ის მშვილდოსანი ბრძანდებით, რომელიც ბოლო დროს უენერგიობას და მუდმივ ძილიანობას უჩიოდა, მოსალოცად გაქვთ საქმე, რადგან ამ კვირაში თქვენი მთვლემარება და აპათეა დასრულდება! გაგიჩნდებათ სურვილი, ძველ საქმეს დაუბრუნდეთ ან სრულიად ახალ მიმართულებაში სცადოთ ბედი. საბოლოოდ, ორივე  შემთხვევაში  მოგებული დარჩებით. ამ კვირაში მოერიდეთ მოგზაურობას, რომელიც ასეოდენ გიყვართ, თორემ ხათაბალაში გაეხვევით. განტვირთვის საშუალებები თქვენივე ქალაქში/სოფელში მოძებნეთ. ზოგჯერ უბრალოდ წიგნის წაკითხვამაც კი წარმოუდგენელი ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს! გაიხსენეთ წარსული და კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი შეცდომები. ეცადეთ ერთსა და იმავე ლაფში ორჯერ არ გაისვაროთ. ბევრი იმოძრავეთ, რადგან  არსებობს წონაში მატებისა და ჯანმრთელობის პრობლემების ზრდის ალბათობა. დროებით შეელიეთ კომპიუტერსა და პლანშეტს, მაშინ მაინც, როცა სამსახურში არ ხართ, ან წინასწარვე შეეგუეთ ფაქტს, რომ თავის ტკივილი დაგეწყებათ და თვის ბოლოს თვალის ექიმთან კონსულტაცია მოგიწევთ.

თხის რქა

ამ კვირაში ცხოვრება ახალ შანსს გთავაზობს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ ხელიდან. ისინი, ვინც საინტერესო შემოთავაზებით მოგაკითხავენ, კარგად გიცნობენ, ამიტომ ეიმედებით. შესაძლოა მოლაპარაკებები წარიმართოს ვირტუალურად, ონლაინრეჟიმში. იმ თხის რქების ცხოვრებაში, რომლებსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, დამატებითი შემოსავლის წყარო გაჩნდება. ზოგიერთმა თხის რქამ შესაძლოა სამეგობრო წრე გამოიცვალოს, უმტკივნეულოდ ჩამოშორდით მათ, ვისაც თქვენი აღარ ესმის ან არ აფასებს მათთვის გაკეთებულ სიკეთეს. ამ პერიოდში შეხვდებით მომხიბვლელ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, რომელიც თქვენი გულის მოგებას მოახერხებს.

მერწყული

ამ კვირაში გამოეყოფით ბოჰემურ საზოგადოებას, რომელშიც ბოლო დროს ტრიალებდით. მოსალოდნელია შეხედულებების რადიკალური ცვლილება. შესაძლოა თქვენს გონებრივ და რაციონულ მსჯელობაზე ამბიციები გამეფდეს, რაც ხელს შეგიშლათ ადამიანებთან ურთიერთობაში, საქმეზე კონცენტრაციაც  გართულდება. სჯობს, ამბიციები მოთოკოთ და სამუშაოში თავით ჩაეფლათ, ამ შემთხვევაში ყველას ღირსეულად დაუმტკიცებთ, რაოდენ ნიჭიერი და კომპეტენტური ხართ. ზოგიერთ მერწყულს ოცნების სახლის ყიდვის შანსი მიეცემა. კვირის ბოლომდე თქვენს ერთ-ერთ მეგობარს გაუჭირდება, თქვენი ფსიქოლოგიური ან მატერიალური მხარდაჭერა დასჭირდება.

თევზები

ამ კვირაში რადიკალური ცვლილებების სურვილი არ გაგიჩნდებათ, სამაგიეროდ, წლის ბოლომდე აუცილებლად მოგინდებათ თავი დააღწიოთ ყოველდღიურ რუტინას, ამიტომ თუ საზღვარგარეთ წასვლილს შანსი გაქვთ, გამოიყენეთ! ალბათ, უამრავი მიზეზის მოფიქრება შეგიძლიათ, რაც ქვეყნის დატოვების საშუალებას არ გაძლევთ, მაგრამ მოახერხეთ ”გაძრომა!“ ეს მოგზაურობა დიდი ცვლილებების საწყისი გახდება! საქმემ შესაძლოა დაკავშიროთ ადამიანთან, რომელიც ზედმეტად განსხვავებულია თქვენგან, მაგრამ თქვენი კოლაბორაცია ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდება და წარმატებასაც მოგიტანთ! ზოგიერთი თევზი გაიგებს, რომ საზღვარგარეთ სწავლის საშუალება მიეცემა - ან წერილს მიიღებს უნივერსიტეტიდან, ან დაფინანსებას მოიპოვებს, რომელსაც მოუთმენლად ელოდა. თქვენი მეუღლე ან პიროვნება, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილად გექცა, გამოავლენს ახალ ნიჭს, რითაც გაგაოცებთ.

ვერძი

ამ კვირაში გაიგებთ საიდუმლოს, რომლის დამალვაც ძალიან გაგიჭირდებათ. თუ თქვენ ის ვერძი ხართ, რომელიც რაღაცას მალავს, ინფორმაციის გავრცელების საშიშროება გემუქრებათ. ეცადეთ თვალში არავის მოხვდეთ და ზედმეტი კითხვები არ დასვათ, რომ ყურადღება არ მიიქციოთ. ამ კვირაში იმატებს თქვენი სექსუალურობაცა და სექსის სურვილიც. დროა თქვენს პარტნიორს, რომელთანაც რომანტიკული ურთიერთობები გაკავშირებთ, პასუხისმგებლობები დააკისროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან წაგებული დარჩებით. არ ღირს საყვარელ ადამიანებთან წვრილმანებზე ჩხუბი. მაგალითად, უსწორმასწოროდ დაგდებული წინდები ან სველი პირსახოცი, რომელიც გარეთ არ გაუფენიათ და სკამზე მიაგდეს.

კურო

შესაძლოა გადაეყაროთ შემოდგომის სეზონის სამოსს წყვილებისთვის და ძალიან მოგინდეთ მისი შეძენა. ნაკლებსავარაუდოა, რომ პარტნიორი მის ჩაცმაზე დაგთანხმდეთ, ამიტომ თუ უარი გამოგიცხადათ, გულს ნუ გაიტეხავთ. რომელიმე მეგობარს თქვენს ერთგულებაში ეჭვი შეეპარება, ნუ გაბრაზდებით და გაიბუტებით, ნაცვლად სიამაყისა გამოავლინეთ მიმტევებლობა და სცადეთ კვლავ მოიპოვოთ მისი ნდობა. ასევე, შეხვდებით ახლობელს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. ეს შეხვედრა სასიამოვნოდ ჩაივლის. თუ  პარტნიორი გტანჯავთ, ”დაშორდით“ მას, ანუ თავი მოაჩვენეთ, თითქოს ყელში ამოგივიდათ მისი უმსგავსო ქცევა და ურთიერთობას წერტილს უსვამთ. ის შეშინდება და დროებით მაინც გამოსწორდება სიტუაცია.

ტყუპი

კარგი დროა არანორმალური საქციელებისთვის! ყველა გიჟობა, რომელიც წამოგივლით კარგად დასრულდება. ამ ბოლო დროს ხშირად მიდიხართ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან სასადილოდ, მაგრამ აღარ დადიხართ საცეკვაოდ. დროა კვლავ ”გააჯაზოთ!“ შესაძლოა, სამსახურში გისაყვედურონ. ძალიან ნუ განიცდით. ამ შენიშვნის გამო არც სამსახურს დაკარგავთ და არც ხელფასი შეგიმცირდებათ. ეცადეთ, მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვათ. ამ კვირაში შესაძლოა გაწყენინონ, მაგრამ აუცილებელი არ არის სოციალური ქსელის მეგობრების სია შეამოკლოთ. დაიმახსოვრეთ, რაც არ უნდა მოხდეს, ნამდვილი მეგობრები ყოველთვის თქვენს მხარეს დაიჭერენ.

კირჩხიბი

წარმატება ელოდებათ პიარის მიმართულებით დასაქმებულ კირჩხიბებს. ასევე, ამ ნიშნით დაბადებული ყველა პროფესიის ადამიანი ყურადღებას მიიქცევს  თავისი გამორჩეული იდეებით. თქვენ ხომ მომენტალურად ნუსხავთ მსმენელს, რადგან მთელი გრძნობითა და ენთუზიაზნით საუბრებთ იმაზე, რაც მოგწონთ ან რისიც გჯერათ. ამ პერიოდში მარტოხელა კირჩხიბების პირადი ცხოვრება გამოცოცხლდება! ზოიერთ კირჩხიბი მეორე ნახევარს სერიოზულად გაესაუბრება თემაზე, რომელიც დიდი ხანია აწუხებს -  შესაძლოა ეს პირადი სივრცის უქონლობა იყოს.

ლომი

თქვენი სახლი თბილი კერა აღმოჩნდება სამეგობრო წრისთვის. ამ კვირაში ხან ერთი გესტუმრებათ, ხან - მეორე, შაბათ-კვირას კი შესაძლოა ყველანი ერთად შეიკრიბონ.  ლომების ნაწილს ამ კვირაში სევდა შემოაწვება, განსაკუთრებით პარასკევს. საკმარისია ბედნიერი ადამიანის როლის თამაში, თქვენმა გარშემო მყოფებმა იციან, რომ ცუდად ხართ, ამიტომ მასკარადის გაგრძელებასაც არ აქვს აზრი. თუ გეტირებათ, კარგად გამოიტირეთ, დაიცალეთ ემოციებისგან და ცხოვრება განაგრძეთ. დაგიკავშირდებათ ყოფილი შეყვარებული ან ბავშვობის მეგობარი, ის თქვენთან კვლავ შეხვედრას მოინდომებს.

ქალწული

ამ კვირაში ფრთხილად შეარჩიეთ სიტყვები, რადგან მათზე მნიშვნელოვანი საკითხია დამოკიდებული. თუ დიდი ხნის განმავლობაში აყალიბებდით თქვენი კომპანიის კურსს და ადგენდით ახალ სამოქმედო სტრატეგიას, დროა გააცნოთ შესაბამის აუდიტორიას. თუ პროექტი გაქვთ ჩასაბარებელი, არ იჩქაროთ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ რაიმე ხომ არ გამოგრჩათ ან ინფორმაცია, რომელსაც თავი მოუყარეთ, სრულიად ახალმა მოვლენამ/აღმოჩენამ მომენტალურად ხომ არ დააძველა?! ამ კვირაში  თქვენში ფლირტის სურვილი გაიზრდება, იმდენად, რომ ჯგუფელების ან თანამშრომლების ლანჩზე დაპატიჟებას არ მოერიდებით.

სასწორი

ეს კვირა სასწორისთვის სასიამოვნოდ ჩაივლის. განსაკუთრებით კარგი კვირაა მათთვის, ვინც მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში მუშაობს. თუ დიდი ხანია რაიმე ნივთის გაყიდვას გეგმავთ, დრო მოვიდა! კარგად ივაჭრებთ და მოგებასაც ნახავთ. კვირის დასაწყისში შესაძლოა ბევრი საქმე დაგიგროვდეთ, მაგრამ ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?