კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 1-7 დეკემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 1-7 დეკემბერი

და პლანეტარული განლაგებაც, იმის გათვალისწინებით, რომ მზე და ბევრი მნიშვნელოვანი პლანეტა მიმდინარე პერიოდში ოპტიმისტ, პოზიტივით სავსე მშვილდოსნის ზოდიაქოს გადის, საკმაოდ კარგ კვირას გვპირდება.

დეკემბერი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში აქტიური ცვლილებებით, სასიცოცხლო პოტენციალის საგრძნობი მატებითა და სამომავლო გეგმების განსახორციელებლად რეალური ნაბიჯების გადადგმის სურვილით დაიწყება . კარგი პერიოდია მოკლევადიანი მოგზაურობის, მეგობრებთან ერთად დაგეგმილი გასართობ-შემეცნებითი საღამოების და რაიმე, ახალი სფეროს შესასწავლად. ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო კავშირები გულწრფელობით, დინამიკურობითა და პოზიტიური განვითარებით იქნება გამორჩეული. ხოლო მათ, ვისაც უკვე ნაპოვნი ჰყავს გულის სწორი, დეკემბერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს – რატომაც არა? განა უკეთესი არ იქნება ახალი წლის დღესასწაულებს წყვილად შეხვდეთ? დიახაც, რომ ჩინებული იდეაა.

თვის დასაწყისში პლანეტა იუპიტერის დადებითი კონფიგურაციების გავლენით, ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში გაადვილდება ფინანსური ოპერაციების წარმოება. შესაძლებელია ამ პერიოდში ზოგიერთმა ერთობ "დიდ კუშსაც" კი გამოჰკრას ხელი. თამამად შეგიძლიათ გააკეთოთ კვირის მანძილზე მსხვილი შენაძენი, წამოიწყოთ რემონტი ან დაგეგმოთ საახალწლო მოგზაურობა. დეკემბრის თვე ზურგის ქარს და პოზიტიურ განწყობას არ მოგაკლებთ ამ მხრივ.

ბევრ ღიმილს, ულევ ოპტიმიზმსა და გულის სითბოს გისურვებთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?