კუთხით. თუკი 10 აგვისტოს სავსემთვარეობას ემოციური შტურმისა და დრამატული სცენების გარეშე გადაურჩით (რისი ალბათობაც ერთმნიშვნელოვნად იქნებოდა არაერთი ჩვენგანის ცხოვრებაში), უკვე ორშაბათიდან შეგიძლიათ დრო "გენერალურ დალაგებას" დაუთმოთ და წესრიგში მოიყვანოთ როგორც საკუთარი ნერვული სისტემა, ისე ჯანმრთელობა და ურთიერთობები. კარგი პერიოდია დიეტისა და სამკურნალო პროცედურების დასაწყებად. მით უმეტეს, თუ მიმდინარე კვირის მანძილზე საშვებულებო პერიოდი გქონდათ და ალკოჰოლთან "მეგობრობასაც" სავსებით გამართლებულ მიზეზებს უძებნიდით ამ ხნის მანძილზე. ორშაბათიდან სასურველია დიეტა წამოიწყოთ; კვების რეჟიმის მოწესრიგება ეფექტურად იმოქმედებს თქვენს არამარტო ფიზიკურ, არამედ ემოციურ განწყობაზეც.
დაწყებული სამშაბათიდან მოიმატებს სასიყვარულო რომანების, ამაღელვებელი და რომანტიკული ისტორიების ალბათობა. შესაბამისად, მზად იყავით თავბრუდამხვევი თავგადასავლებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუკი თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ცეცხლის სტიქიას შეესაბამება (ლომი, ვერძი, მშვილდოსანი). გარკვეულწილად რთული პერიოდია ამ მხრივ მორიელებისა და მერწყულებისთვის, მათ ბედს შესაძლოა კუროებიც შეუერთდნენ. ამიტომ სასურველია, უკვე არსებული ურთიერთობების დასარეგულირებლად ამ ხალხმა კომპრომისის ხელოვნებას მიანიჭოს უპირატესობა და არავითარ შემთხვევაში არ წამოიწყოს "გულის გადასაყოლებლად" ფლირტი გვერდზე.
15 აგვისტოდან უმართლებთ საფინანსო-კომერციული სფეროების წარმომადგენლებს. მათთვის მომგებიანი პერიოდი დგება. შესაბამისად, სასურველია ნებისმიერი მსხვილბიუჯეტიანი პროექტის წამოწყება, ამ მხრივ საუკეთესო დღეებია 17, 18 აგვისტო.