კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 11-17 დეკემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 11-17 დეკემბერი

წელიწადის ყველაზე აქტიური და დინამიკური თვეებია. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არც მიმდინარე თვე გახლავთ გამონაკლისი. დიახ, წინასაახალწლო ფაციფუცი ძალაში შედის და ცაზეც, არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი პლანეტარული გადანაცვლებები შეინიშნება.

პირველი და უმთავრესი, რაც ამ დეკემბერს ახასიათებს არის ის, რომ პლანეტა მერკური რეტროგრადულია და დეკემბრის ისედაც დაძაბულ გრაფიკს კიდევ უფრო მეტად უმატებს "ცეცხლს". მერკურის რეტროგრადულობის ფაზაში ხომ, როგორც წესი, აუცილებლად რთულდება მოლაპარაკებები, ჩნდება წინააღმდეგობები და შეფერხებები სხვადასხვა საქმიანი თუ პირადი ურთიერთობების კუთხით. მოკლედ, აუცილებლად უნდა გქონდეთ ე.წ. "გეგმა ბე" იმიტომ რომ, გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხშირი იქნება.

კვირის დასაწყისში ზემოხსენებული მერკური მზესთან შეერთებაში არაერთი ადამიანის დღის წესრიგში დააყენებს საკითხს, ძველი საქმეები, მოლაპარაკებები და შეთანხმებები ახლებურად გადაიხედოს. ელოდეთ ინფორმაციას უკვე მივიწყებული ან "დაკონსერვებული" პროექტების განახლების შესახებაც. ეს კარგი პერიოდია წარსულში არსებული წყენებისა და გაუგებრობების აღმოსაფხვრელად ზემდგომებთან და უშუალო უფროსობასთან სამსახურში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია იზრუნოთ პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში კიდევ ერთი "შანსის" მოსაპოვებლად. იმიტომ რომ, ურთიერთობების განახლებისა და თვისობრივად ახალ ფორმატში გაგრძელების შანსები "ყოფილთან" საკმაოდ დიდი იქნება. ნუ დაგავიწყდებათ, მზესთან ერთად რეტროგრადული მერკური ვენერასთანაც გააკეთებს შეერთებას. რის შედეგადაც ბევრი წყვილის ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყება. თუმცა არანაკლებ სავარაუდოა, რომ ზოგიერთ ადამიანს სირთულეებიც შეხვდეს პარტნიორულ თემატიკაში ისევ და ისევ, ძველი და გადაულახავი უკმაყოფილების გამო. შესაბამისად, სასურველია, დეკემბრის ბოლომდე არსებული პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენოთ როგორც პირად, ისე საქმიან სფეროებში ურთიერთობების დასარეგულირებლად. გახსოვდეთ, სამყარო ამ ეტაპზე ყველას გვაძლევს შანსს, ძველ თუნდაც გახუნებულად და ამოწურულად ჩათვლილ ურთიერთობებს ახალი სიცოცხლე შევძინოთ.

ვენერასა და მერკურის შეერთების ხარჯზე გააქტიურდება ასევე კომფორტისა და სიზარმაცის მოთხოვნილება.

ადამიანებში შრომისუნარიანობა და პროდუქტიულობა საგრძნობლად დაიკლებს. მსგავსი ასპექტი ცაზე, ბევრ ადამიანს განაწყობს იმისკენ, რომ თავი გაინებივროს და მაქსიმალურად დაუძვრეს ხელიდან მომაბეზრებელ, სამუშაო რუტინას. რაც დამიჯერეთ, სულაც არ იქნება სწორი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, დეკემბრის თვეში, როცა ყველა დედლაინი გაწერილია და წინასაახალწლო სამზადისია ყველგან. უმართლებთ შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებს. კარგი პერიოდია ასევე სარეკლამო პროექტების წამოსაწყებად. არანაკლებ აქტუალურია სწავლის თემა. ამიტომ თუკი ახლო წარსულში გსურდათ რაიმეს შესწავლა და დრო ვერ გამონახეთ მეცადინეობისთვის, ახლა დგება ზუსტადაც რომ შესანიშნავი პერიოდი მიტოვებული საქმიანობის გასაახლებლად.

14-17 დეკემბრის შუალედში ყურადღება მიაქციეთ საქმიან ნაცნობობას. შესაძლებელია ბიზნესურთიერთობები სამომავლოდ სასიყვარულო კავშირშიც გადაიზარდოს. არ არის გამორიცხული ასევე რომ უკვე არსებულ ურთიერთობებში დასვათ წერტილი და საბოლოოდ განსაზღვროთ თქვენთვის ვისთან რომანი გსურთ, ვისთან - მეგობრობა.

16 დეკემბერს მზისა და ურანის ტრინი საშუალებას მოგცემთ კრეატიული მიდგომების ხარჯზე გადაწყვიტოთ, ნებისმიერი მნიშვნელოვანი და პრობლემატური სიტუაცია. რთულ სიტუაციაში კი მეგობრები დაგეხმარებიან. კარგი დროა ასევე მეგობრებთან ერთად სამომავლო გეგმების განსახილველად. ბევრ თქვენგანს შესაძლოა არაერთი ორიგინალური იდეა მოუვიდეს თავში. რომელიც აუცილებლად უნდა მოინიშნოთ სამომავლოდ განსახორციელებლად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?