კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 13 – 19 ივლისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 13 – 19 ივლისი

როგორც ემოციურად, ისე მოვლენების მხრივ და პლანეტარული ცვალებადობიდან გამომდინარე. უკვე ორშაბათიდან საზოგადოების დიდი ნაწილი საკმაოდ აქტიურად იგრძნობს მზე-პლუტონის დაძაბული ასპექტის აქტივობას - რაც ზემდგომებსა და დაქვემდებარებულებს შორის კონფლიქტების, ზოგადად ძალისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების მცდელობის სახით გამოვლინდება. შესაბამისად, სასურველია, მათ ვინც, გარკვეულ თანამდებობრივ ბერკეტებს ფლობს ხელთ, მაქსიმალური დიპლომატიისა და ტაქტის გამოჩენა მართებთ კოლეგების მიმართ. საიმისოდ, რომ სამომავლოდ სიტუაცია ჩიხში არ შევიდეს.

კვირის შუალედში გაძლიერდება ინტუიცია, თუმცა ამასთან ერთად ადამიანებში საკუთარი თავის ან სხვების შეცდომაში შეყვანის ტენდენციაც საგრძნობლად მოიმატებს. ამიტომ 13-15 ივლისის შუალედში მაქსიმალურად გადაამოწმეთ ინფორმაცია, რომელსაც გასცემთ და ავრცელებთ.

14-16 ივლისის პერიოდში პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეების ალბათობაა შესაძლებელი, ბევრი დაოჯახებული წყვილისთვის. სურვილი მხოლოდ საკუთარ მხარეს "მოქაჩოს საბანი" მეუღლეებს აიძულებს დროებით მაინც გაცივდნენ ერთმანეთის მიმართ . სასურველია ჯანსაღად შეაფასოთ სიტუაცია და გრძნობები მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანოთ, თუკი გსურთ, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ხანგრძლივმა გაუგებრობებმა არ დაისადგუროს. ნუ მოატყუებთ ერთმანეთს, თუნდაც "კეთილი განზრახვების" გამო. იყავით გულწრფელი და მაქსიმალურად თბილი. მხოლოდ ასე შეძლებთ ამ პერიოდში არსებული ნეგატიური ტრანზიტების გადაგორებას.

16 ივლისს ახალმთვარეობას ველით კირჩხიბის ზოდიაქოში. რაც ქალთა სქესის წარმომადგენლებში ხასიათის ცვალებადობას, მადის მომატებას, ემოციურ ფონს და აღგზნებადობას გაზრდის. ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენ მამაკაცი ხართ და მაინც გიჭირთ ამ დღეს ემოციების მართვა. განსაკუთრებული რისკი ამ მხრივ ოჯახის წევრებთან კონფლიქტების ალბათობაა (ოჯახის ქალ წარმომადგენლებთან) ამიტომ მაქსიმალური სიმშვიდით გაატარეთ ეს დღე და უახლოესი ორი დღეც დამატებით, საიმისოდ, რომ დაძაბულობა აირიდოთ თავიდან.

16 -18 ივლისის პერიოდში მატულობს ინფორმაციის, ზოგადად მასმედიის როლი და ამ სფეროს წარმომადგენლების მიერ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების სკანდალურად წარმოჩენის ალბათობა. საკმაოდ დიდია სიტყვიერი ან სატელეფონო კონფლიქტების ალბათობა. გამორიცხული არ არის ავტოსაგზაო-შემთხვევების რისკის მატებაც. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ საჭეს.

18 ივლისიდან პლანეტა ვენერა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი პერიოდი დაიწყება მათთვის, ვისი პროფესიული საქმიანობაც მედიცინის, ფარმაცევტიკის, სამეცნიერო-კვლევით, საბანკო-საფინანსო სფეროებს უკავშირდება.

კვირის ბოლოს პლანეტა მერკურის დაძაბული ასპექტების გამო პლანეტა ურანთან, მომატებული იქნება ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები. მოუფრთხილდით კომპიუტერულ ინვენტარს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ მანქანა-დანადგარების მიმართ უსაფრთხოების წესების დაცვის კუთხით.

სიმშვიდეს გისურვებთ და წარმატებას Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?