კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 13 -19 ოქტომბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 13 -19   ოქტომბერი

ერთობ ნაყოფიერი იქნება. განსაკუთრებით ჰარმონიული ამ მხრივ 14 -15 ოქტომბრის შუალედია. სასურველია, სწორედ ამ ორი დღის მანძილზე დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. დანიშნოთ იურიდიული პროცედურები ან დაკავდეთ პირადი ურთიერთობების მოგვარებისა და გაუმჯობესების საკითხით. ამ პერიოდში შესაძლოა ზოგიერთი ჩვენგანის ცხოვრებაში წარსულმა სიყვარულმა განიცადოს "რეანიმირება" ან ზუსტად ოქტომბრის ამ მონაკვეთში შეხვდეთ იმ "ერთადერთსა და განუმეორებელს", რომელსაც საბოლოოდ ბედს დაუკავშირებთ.

მათთვის კი, ვისაც უკვე აქვს ოჯახი, ეს პერიოდი კარგ შანსებს იძლევა მეუღლესთან ურთიერთობაში რომანტიკული ელემენტების შეტანით, ურთიერთობას "ახალი სუნთქვა" შთაბეროს და ფაქტობრივად "მეორე თაფლობის თვე" მოუწყოს მას.

15-17 ოქტომბრის შუალედი კი მათთვისაა კარგი, ვისი სამუშაოც საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, საკონსულტაციო სფეროებს ეხება. არანაკლებ ნაყოფიერი პერიოდია მოდის დიზაინერებისა და იურისტებისთვის.

დაბოლოს, კვირის მიწურულს, დაწყებული 17 რიცხვიდან შესანიშნავი შანსები გეძლევათ საიმისოდ, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მოაწონოთ თავი . დაგეგმეთ მხიარული გართობა მეგობრებთან ერთად, პიკნიკი ან უბრალოდ ჩაის სმა ვერანდაზე... მერწმუნეთ, რომანტიკული განწყობა, რომელიც ამ დღეებს მოჰყვება თან, დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

ჰარმონიასა და სიყვარულს გისურვებთ! Innocent Wink

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?