მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები, არ არის გამორიცხული, რომ ადამიანებმა დაკისრებულ ვალდებულებებს ვერ გაართვან თავი ან უბრალოდ გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო ვერ მოახერხონ დაგეგმილი ქმედებების განხორციელება. მოკლედ, ეს ის კვირაა, როცა აუცილებელია ე.წ. "გეგმა ბე" ვიქონიოთ სათადარიგოდ.
სამაგიეროდ, კარგიც ბევრი ხდება გალაქტიკაში. მაგალითად ის, რომ მერკურისა და იუპიტერის დადებითი ასპექტია ცაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი, საინტერესო ნაცნობების შეძენის ალბათობა ერთი-ორად მომატებულია. ხდება უკვე არსებული კონტაქტების გამყარება. განსაკუთრებით აქტიურია ამ პერიოდში უცხოეთთან დაკავშირებული კომუნიკაციის საკითხები. კარგი დროა მივლინებებისა და მოგზაურობების დასაგეგმად. სწავლისა და თვითშემეცნებისთვის.
თუმცა, ყველაფერ ამასთან ერთად, პლანეტა მარსი, საკმაოდ მძიმე პლანეტა სატურნს უახლოვდება ზუსტად ამ კვირის მანძილზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ძვრებია მოსალოდნელი მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის კუთხით, რაც თავისთავად იქონიებს გავლენას ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზეც. ამ პერიოდში შესაძლოა გაღვივდეს კონფლიქტები, რომელსაც საფუძვლად ხანგრძლივვადიანი მოთმინება და წყენა უდევს. მოსალოდნელია ძველი პრობლემების ახლებურად "წამოტივტივება" ბიზნესის კუთხით. ამ პერიოდში დაწყებული ახალი პროექტები კი სამომავლოდ საკმაოდ ბევრ წინააღმდეგობასა და სირთულეებს წააწყდება. ზოგადად მათ დასასრულებლად დიდი ძალისხმევა გახდება საჭირო. ასევე საჭირო იქნება დიდი რესურსები როგორც ადამიანური ისე ფინანსური.
17-19 აგვისტოს ფარგლებში პლანეტა ვენერა პლუტონთან შექმნის ასპექტს. რაც იმას ნიშნავს, რომ პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში დრამატიზმი, ეჭვიანობა, ფატალურობა იმატებს. ამიტომ სასურველია ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა ხანგრძლივად გამოიცადოს სიმყარეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია სიყვარული საბოლოო ჯამში ბრძოლის ველად ექცეს ბევრ წყვილს.