კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 15 -21 აპრილი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  15 -21 აპრილი

კლიმატური თვალსაზრისით. აპრილის შუა პერიოდში (16-18 აპრილი ) მსუბუქი "ტაიმ-აუტის" დრო დგება. უმაღლესი პლანეტების მოკლევადიანი, თუმცა ძალზე ჰარმონიული კომბინაცია, ბევრ ჩვენგანს საშუალებას მისცემს სწორედ ამ პერიოდში დაარეგულიროს თვის დასაწყისში წარმოქმნილი პრობლემები, დაათბოს ურთიერთობა პარტნიორებთან, როგორც პირადი, ისე საქმიანი ცხოვრების კუთხით.

ამ პერიოდში საკმაოდ ეფექტურად მოხერხდება სხვადასხვა სახის საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმება, შედარებით გაადვილდება ფინანსური საკითხები და გაჩნდება აბსოლუტურად მოულოდნელი შანსები სიტუაციის სტაბილიზაციის კუთხით. მაგრამ  ყველაფერი ეს აუცილებლად უნდა მოხდეს დიპლომატიისა და კომპრომისის ხარჯზე. გახსოვდეთ, საიმისოდ რომ ამ პერიოდში კონსესუსამდე მიხვიდეთ, აუცილებელია რაღაც დათმოთ. შესაბამისად, მზადყოფნით შეხვდით ამ ფაქტს.

20 აპრილიდან შესამჩნევად დაიკლებს ვერძისეული ცეცხლოვანი ენერგეტიკა, რადგან მზე კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს. თუმცა, აქვე მოიმატებს სიჯიუტისა და უაზრო პრინციპულობის პრეცედენტები. აქედან გამომდინარე, ამჯერად გირჩევთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სირბილესა და დიპლომატიურ სვლებს მიანიჭოთ პრიორიტეტი . სიჯიუტით საქმეს მხოლოდ გააფუჭებთ.

ეს ის პერიოდია, როცა სამომავლოდ გრანდიოზული გეგმების დასახვის ნაცვლად, უკვე არსებული საქმეების მოგვარება-რეგულაციის საკითხით უნდა დაკავდეთ. მაქსიმალური ძალისხმევა მიმართეთ უკვე არსებული რესურსის შენარჩუნება-გაუმჯობესების კუთხით. იმიტომ რომ ნებისმიერ სფეროში, აპრილის თვეში გამყარებულ საძირკველს მაისში უკვე შეგიძლიათ მყარი კონსტრუქცია მიაშენოთ. ასე რომ მოთმინება, მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება მეგობრებო!

წარმატებულ, მშვიდ და ნაყოფიერ კვირას გისურვებთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?