და ძველით ბედობით. თუმცა, აქტიურ ფაზაში შევიდა უკვე პროფესიული საქმიანობაც და ეს კვირა ზუსტად ამ კუთხით იქნება ძალზე აქტიური. თუმცა ორშაბათს იმის გათვალისწინებით, რომ კვირის დღეებს შორის ეს დღე ყველაზე რთულია - თან ცაზე მთვარისა და შავი მთვარის შეერთებაც ფიქსირდება არც მეტი, არც ნაკლები თხის რქის ნიშანში, სასურველია, პროფესიულ სარბიელზე ილუზიებსა და ცდუნებებს ვერიდოთ. თუკი თქვენ თანამდებობას ფლობთ, ორმაგი სიფრთხილე მოგეთხოვებათ, რათა ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენოთ და ხელქვეითებთან თანამდებობით დაშვებულ უფლებებს არ გადააჭარბოთ. განსაკუთრებით იქ, სადაც საქმე ეხება ქალებს ან სულაც ქალთა პერსონალს.
16 იანვარს იუპიტერისა და პლუტონის სექსტილია აქტიური. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი საქმე, რომელიც უცხოეთს, უცხოელებსა და მასშტაბურ პროექტებს უკავშირდება საკმაოდ წარმატებულად შეიძლება განვითარდეს. თუმცა, ამავე დღეს მერკურიც შეუერთდება შავ მთვარეს ისევ და ისევ თხის რქის ნიშანში, რის ხარჯზეც დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გასცემთ - ასევე კარგად გაცხრილოთ ახალშეძენილი კონტაქტები და ერიდოთ კორპორატიულ ინტრიგებს.
17 იანვრის ახალმთვარეობაც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, თხის რქის ნიშანში ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური იქნება პროფესიული და კარიერული ბარიერების გადალახვა. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს წინსვლაში. რა თვისებები გესაჭირებათ საიმისოდ, რომ მომავალში თქვენი კარიერა გაცილებით უფრო ნაყოფიერი იყოს. გათავისუფლდით მომაბეზრებელი შინაგანი მოვალეობებისგან, რომელიც სამსახურს უკავშირდება და მთვარის ახალი ციკლი, ახალი იმედებითა და შემართებით დაიწყეთ.
18 იანვარს ვენერა მერწყულის ზოდიაქოში გადადის. რის ხარჯზეც უახლოესი ერთი თვის მანძილზე მოიმატებს მეგობრობით დაწყებული სასიყვარულო კავშირების ალბათობა და სამსახურეობრივი რომანები. უკვე არსებულ წყვილებს შორის კი ურთიერთგაგებისა და მეგობრულობის დონე ამაღლდება.
კვირის ბოლოს კი მზეც უკვე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს და დგება კრეატიული იდეების, ექსპერიმენტების, მეგობრული კავშირების გააქტიურების ერთთვიანი პერიოდი. ასე რომ, წინ საინტერესო კვირა გველის მეგობრებო, რომელიც ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ.