კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 15 -21 ივნისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 15 -21 ივნისი

ცაზე - მზის და მარსის შეერთებას ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში. ასპექტი საკუთარ თავში საკმაოდ აქტიურ ენერგეტიკას გულისხმობს, რომელიც თუ სწორად გამოვიყენებთ, ძალიან ბევრი საქმის ერთდროულად მოგვარების უნარში გამოვლინდება, შეიძლება რამდენიმე ტიპის მოლაპარაკება ვაწარმოოთ ერთად თუ უშუალოდ, თუ ინტერნეტ-მომოწერით. თუმცა, იგივე კომბინაცია არ უნდა დაგვავიწყდეს რომ კონფლიქტების (მარსი) და კამათის (მზე ტყუპის ზოდიაქოს გადის) ალბათობასაც ერთიორად აძლიერებს. ამიტომ მაქსიმალური დიპომატია და სიმშვიდე მოგეთხოვებათ თუ გინდათ, რომ დაწყებული მოლაპარაკებები, მშვიდობიანად და რაც ყველაზე მთავარია, თქვენთვის სასიკეთოდ წარიმართოს.

მარსის და მზის შეერთება, აძლიერებს ასევე მოტეხილობებისა და ავტო-საგზაო შემთხვევების რისკს. შესაბამისად, ყურადღებას ნუ მოადუნებთ საჭესთან, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში.

16 ივნისს ახალმთვარეობა გველის ტყუპის ზოდიაქოში. მთვარე თავის ახალ ციკლს, მარსთან და მზესთან ასპექტში იწყებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში განსაკუთრებით მოიმატებს მოგზაურობის, რაღაც ახლის შემეცნების და თვალსაწიერის გაფართოების მოთხოვნილება . კარგი პერიოდია ასევე საიმისოდ, რომ დაიწყოთ სწავლა, აითვისოთ თქვენთვის აქამდე ნაკლებად მისაღები და საინტერესო პროფესიები. გაიაროთ სტაჟირების კურსი, ჩაეწეროთ მასტერ-კლასებსა და ტრენინგებზე.

ახალმთვარეობისას მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდეთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც ზუსტად ამ დღეს მიიღებთ . ეს ინფორმაცია შესაძლოა ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ სამომავლოდ ძალზე პრიორიტეტულ ელემენტებს შეიცავდეს. შესაბამისად, ნუ უგულებელყოფთ მას.

სასურველია კვირის დასაწყისში დაგეგმოთ მოკლევადიანი პროექტები, მით უმეტეს თუ იგი მედიას, კომუნიკაციის სფეროს და პიარ-მარკეტინგის თემას ეხება.

15 ივნისს პლანეტა სატურნი დროებით, ისევ მორიელის ზოდიაქოს ნიშანში დაბრუნდება.

რაც იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხნით (დაახლოებით სექტემბრამდე) გამარტივდება სავიზო, სამოგზაურო და საგანმანათლებლო საკითხებში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების ალბათობა. ამიტომ თუკი სამომავლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გეგმავთ გადაადგილებას ან საქმიანობას, შესაფერისი დროა საბუთებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად . სამაგიეროდ, არცთუ სახარბიელო პერიოდი დგება ხანგრძლივვადიანი ფინანსური ვალდებულებების ასაღებად. შესაბამისად, სასურველია მოერიდოთ ნებისმიერი ტიპის საბანკო სესხის გაკეთებას და ამგვარი ქმედება, სექტემბრის დასაწყისამდე გადადოთ . წინააღმდეგ შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სამომავლოდ საკმაოდ მძიმე ტვირთად იქცეს თქვენთვის.

სიმშვიდეს, პოზიტიურ განწყობას და წარმატებულ კვირას გისურვებთ. Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?