კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 16-21 თებერვალი

კვირის  ასტროლოგიური პროგნოზი  16-21 თებერვალი

წინ გაზაფხული გველის, თუმცა სანამ გაზაფხულს მოგილოცავდეთ, აუცილებლად უნდა მოგილოცოთ ასტროლოგიური ახალი წელი, რომელიც სწორედ მიმდინარე კვირაში ანუ 19 თებერვალს შევა ძალაში. სწორედ ამ პერიოდიდან დგება ლურჯ-მწვანე თხისთვის ოფიციალური მმართველობის ერთწლიანი პერიოდი შესაბამისად, ყველა ის რჩევა და რეკომენდაცია, რაც ჩვენს საიტზე საახალწლოდ წაიკითხეთ მიმდინარე კვირიდან ერთიორად უნდა გაითვალისწინოთ.

პოზიტიური ძვრები მერკურის სტაციონარულ ფაზაში დაბრუნებას და სელენას მერწყულის ზოდიაქოში გადანაცვლებასაც მოჰყვება. პირველი ადამიანებს შორის ურთიერთგაგების დონეს აამაღლებს, ამ ფონზე კი კონსტრუქციული დიალოგის წარმოებისა და მნიშვნელოვანი შეთანხმებების წარმატებულდ დასრულების დიდი ალბათობაც გაჩნდება . ხოლო სელენა იგივე თეთრი მთვარე აუცილებლად მოიტნს მეგობრული კავშირების აქტივაციას და კარგ პერიოდს ვებ-ინდუსტრიის, პოლიტიკის, მას-მედიის და სოციალურ სფეროში მომუშავე ადამიანების ცხოვრებაში.

18 თებერვალს ახალმთვრეობა გვაქვს, ამიტომ ამ პერიოდში ნუ დაგეგმავთ ნურაფერს, მით უმეტეს ნუ წამოიწყებთ დიეტას და გამაჯანსაღებელ პროცედურებს. იმის ალბათობა, რომ მთვარის ვსებადი პერიოდის დაწყებისას მადა მოგემატოთ და დიეტა მარტივად დაივიწყოთ ძალზე დიდია. სამაგიეროდ, კარგი პერიოდი სწავლა-განათლებისთვის ნებისმიერი კუთხით. ასე რომ ენერგია აჯობებს თვითშემეცნებაზე დახარჯოთ.

ასევე 18 თებერვლიდნ მზე, მერწყულის ზოდიაქოდან თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს. რის ხარჯზეც ბევრი თქვენგანის ცხოვრებში დადგება გარკვეული სტაგნაციის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ემოციური ტრანსფორმაციის აუცილებლობა. ამ პერიოდიდან წარმატება ელით ისეთ სფეროებში მომუშავე ადამიანებს როგორიცაა - ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, ფარმაკოლოგია, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, სახელოვნებო სფეროები - კერძოდ თეატრი, მუსიკა და მხატვრობა.

უკვე 20 თებერვლიდან კი პლანეტა მარსი, ენერგიულ და აქტიურ ვერძის ზოდიაქოს ესტუმრება. რის ხარჯზეც ბევრი ადამიანი შესლებს ნებაყოფლობითი თუ იძულებითი პასიურობის პერიოდი აქტიური ქმედებებით ჩაანაცვლოს. გაჩნდება მეტი ოპტიმიზმი, ენერგია და უამრავი სამომავლო გეგმა არაერთი ჩვენგანის ცხოვრებაში. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მარსი აგრესიით გამორჩეული პლანეტაა ვერძის ზოდიაქო კი ამ მხრივ მას ნოყიერ ნიადაგს მისცემს სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების წამოსაწყებად.

მე ისღა დამრჩენია სიმშვიდე, მოთმინება და წარამატებული კვირის პოზიტიური დასაწყისი გისურვოთ!! Cool Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?