კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 16-22 ივლისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 16-22 ივლისი

იმედი გვაქვს, 13 ივლისის მზის დაბნელება მშვიდობიანად გადაიტანეთ...
კვირის დასაწყისში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. თუმცა, მნიშვნელოვანს ნურაფერს მოიმოქმედებთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ 13 ივლისს მზის დაბნელება გავიარეთ, წინ კიდევ ერთი დაბნელება გველის - ამჯერად, 27 ივლისს მთვარის. ამიტომ, ახლა ერთგვარ დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით და ამასთანავე, პლანეტების უმეტოსობა, რეტროგრადულია.
20 ივლისს მზისა და მარსის დაძაბული ასპექტი გველის. იყავით ფრთხილად, ნუ გარისკავთ, ნუ გამოიჩენთ დაუკვირვებლობას, რადგან მოსალოდნელია ტრავმები, ავარიები, გართულებები ტექნიკასთან. მოერიდეთ კონფლიქტებს, ურთიერთობების გარკვევას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ გადადებული საქმეების მოგვარებას.
ვენერას ჰარმონიული ასპექტის გამო გაუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა, პირადი ურთიერთობები მეტად პოზიტიური გახდება. განსაკუთრებით კარგი დღეა 22 ივლისი - ამ დღეს ვენერა იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი გველის და არ გაუშვათ შანსი ხელიდან. კარგი დღეა პრეზენტაციებისა და სადღესასწაულო წვეულებების მოსაწყობად პიარისა და სარეკლამო აქციებისთვის. შეიძლება სასიამოვნო ამბები გაიგოთ, საჩუქარი მიიღოთ.
ამ კვირაში, თუ ვალდებულებებით დატვირთული არ ხართ, მეტად დაისვენეთ. გამონახეთ დრო საყიდლებისთვის. და რაც მთავარია, დააკვირდით მოვლენებს, ადამიანებს, რომლებიც თქვენ ცხოვრებაში ამ პერიოდში გამოჩნდებიან.
პოზიტიურ, ჰარმონიულ კვირას გისურვებთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?