საკუთარ თავთან ჩაღრმავების, წარსულში დაშვებული შეცდომების გააზრების კარგი საშუალება გვეძლევა. ამ ეტაპზე, სანამ მზე ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, სასურველია, ნაკლებად წამოიწყოთ ახალი, მასშტაბური პროექტები. უახლოესი კვირის მანძილზე განსაკუთრებით არ არის სასურველი უცხოეთში საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა-მოლაპარაკებები. გამორიცხული არ არის ბევრ თქვენგანს, გარკვეული სავიზო ან ბიუროკრატიული სახის პრობლემებიც შეექმნას ამ მხრივ.
მომდევნო ერთი კვირის მანძილზე სასურველია, მოვერიდოთ საკუთარ თავზე ზედმეტი დატვირთვის აღებას. უმჯობესია, სამუშაო დროის მიხედვით გადავანაწილოთ და დაკისრებული მოვალეობების შესრულებას გეგმაზომიერად შევუდგეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის საფრთხე ნერვულ დაძაბულობამდე ან გამოფიტვამდე მივიდეთ.
სასურველია, ნაკლებად შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები, ტექნიკა და ავეჯი. იმიტომ რომ, შენაძენი თქვენს იმედებს ნაკლებად გაამართლებს და შესაძლოა მომავალში მათი გაჩუქების სურვილიც კი გაგიჩნდეთ.
ძალზე კარგი პერიოდია ხელოვანი ადამიანებისთვის და ზოგადად, სახელოვნებო პროექტების წამოსაწყებად. ჰომეოპათიური მკურნალობის კურსის დასაწყებად. გამაჯანსაღებელი ან სპა პროცედურებისთვის.
ბევრი ადამიანის ცხოვრებაში უახლოესი კვირა ცვლილებებისა და ძველი ფასეულობების გადაფასების აუცილებლობას მოიტანს.
ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ბევრ საკითხში ეს ფუნდამენტალური ტრანსფორმაცია იქნება. ამიტომ ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული დისკომფორტი და შიში ამ დროს მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. საგანგაშო არაფერია, აჰყევით სიახლის ტალღას, იყავით ოპტიმისტები, მიიღეთ ნოვაცია და არ გაუშვათ შანსი, ცხოვრებას სულ სხვა კუთხით შეხედოთ. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. იმიტომ რომ, ყველაფერი რაც ხდება უკეთესობისკენაა.
პოზიტიურ და ნაყოფიერ კვირას გისურვებთ!