აქტუალური, რომ ერთბაშად რამდენიმე პლანეტა გადაინაცვლებს რეტროგრადულ ფაზაში. ჩვეულებრივი მოკვდავების ენაზე რომ აიხსნას, ეს შეფერხებებისა და წინააღმდეგობების მატებას ნიშნავს ყოველდღიურ საქმეებში; იქნება ეს პირადი ცხოვრება, ფინანსური სფერო თუ პროფესიული სარბიელი. თუმცა, სანამ სევდიანად ამოიოხრებდეთ ამ "უნუგეშო" პროგნოზის წაკითხვისას, მოკლედ აგიხსნით რას ემსახურება პლანეტების რეტროგრადულობა და რატომ არის ეს პროცესი მნიშვნელოვანი.
პლანეტების რეტროგრადულობისას ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაფასება ხდება. არის რაღაც საქმეები, ურთიერთობები და ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ჩვენგან გადახედვას და გააზრებას, რისი დრო და ხშირად სურვილიც ყოველდღიურ საქმეებში გართულებს ჩვენ ხშირად არ გვაქვს. ამიტომ პლანეტის რეტრო ფაზაში იწყება შეფერხებები და პრობლემები, საიმისოდ რომ დავბრუნდეთ თავში და წარმოქმნილი პრობლემის ფესვები მის საწყის სტადიაში ვეძებოთ. შემდგომ ამისა ეს პრობლემები გავიაზროთ და ცხოვრება ახლებურად, გაცილებით უფრო მჩქეფარე რიტმში გავაგრძელოთ. ამიტომ სულაც არ არის საგანგაშო ის ფაქტი, რომ ამ კვირიდან რამდენიმე პლანეტა დაიწყებს რეტროგრადულ ფაზაში მოძრაობას. უბრალოდ შეიარაღდით მოთმინებით და კარგი "ევრორემონტი" ჩაუტარეთ თქვენს ცხოვრებას, რაც დამიჯერეთ, სამომავლოდ ერთობ მომგებიანი ნაბიჯი იქნება.
პირველ რიგში მარსის რეტროგრადულობაზე ვსაუბრობთ, ეს პლანეტა რეტრო ფაზაში ბევრი ქალის ცხოვრებაში მოიტანს ე.წ. "ყოფილების" დაბრუნების თემის გააქტიურებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს თავისებური სატეტსო სვლა იქნება. შესაბამისად, არ არის სასურველი ძვირფასო ქალებო, "ერთ მდინარეში ორჯერ შეცუროთ", თუკი ამ მდინარის სტაბილურობის იმედი რეალურად არ გაქვთ. გაასწორებს მარსი მოძრაობას და დასრულდება თქვენი ვითომდა "განახლებული" რომანი უფრო მეტი პრობლემების ფონზე. ამიტომ კარგად აწონ-დაწონეთ სანამ ყოფილებს ისევ მისცემთ უფლებას თქვენს ცხოვრებაში დასაბრუნებლად.
რაც შეეხება ზოგად ტენდენციებს რეტრო-მარსის პერიოდში არ არის სასურველი არანაირი ტიპის გრანდიოზული პროექტების წამოწყება (შეგახსენებთ, რომ საუბარი აპრილის შუიდან ივნისის ბოლომდე პერიოდს ეხება) ასევე არ არის სასურველი სამართლებრივი დავების წამოწყება.
ზოგადად ეს საკმაოდ საშიში პერიოდია გლობალური პოლიტიკის კუთხით. მოსალოდნელია საომარი ქმედებების განახლება ქვეყნებს შორის, რომელთაც თითქოსდა "დაზავების" გზაზე იწყეს სვლა. ასევე მოსალოდნელია აქამდე მიღწეული შეთანხმებების უხეში დარღვევა და პოლიტიკური მაქინაციები.
კვირის ბოლოს რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს ასევე პლანეტა მერკური, რომელიც თავის მხრივ გაართულებს ფინანსურ ოპერაციებს. ამ პერიოდში ადამიანები ცუდად ახერხებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას და ზოგადად სუსტდება კომუნიკაციის ხარისხი. შესაძლებელია შეფერხებები ჰქონედეთ მუშაობაში ჟურნალისტებს და ყველა იმ ადამიანს, ვისი პროფესიული საქმიანობაც ინფორმაციის მიღება-გაზიარებას და გადაცემას უკავშირდება. მაისის შუა რიცხვებამდე მოერიდეთ ტექნიკის შეძენას, დიდია ალბათობა იმისა, რომ იგი წუნდებული აღმოჩნდეს ან მისი ექსპლუატაციის ვადამ მოკლე პერიოდზე გასტანოს. ნუ გააფორმებთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, ნაკლებად მოაწერეთ ხელი გადამწყვეტ კონტრაქტებზე და ერიდეთ სამსახურის ცვლილებას.
რეტროგრადული მერკურის პერიოდში შესაძლებელია, დანაპირები დანაპირებად დარჩეს და ბევრი რამ, რასაც ადამიანები აღგვითქვამენ, სამომავლოდ მხოლოდ ლიტონ სიტყვებად იქცეს. მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ და-ძმებთან და ახლო წრის ნათესავებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას. არსებობს კონფლიქტებისა და დავების ალბათობა . ნუ დაგეგმავთ ხანგრძლივვადიან გადაადგილებებს და მოგზაურობას. ამ პერიოდში მწყობრიდან გამოდის ტექნიკა, მომატებულია ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა მძღოლების მხრიდან ყურადღების კონცენტრაციის ნაკლებობის გამო. ასე რომ, იყავით ფრთხილად და ყველაფერი კარგად იქნება.
სიმშვიდეს, პოზიტიურ განწყობას და საღად განსჯის უნარს გისურვებთ!