კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 18-24 ივნისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 18-24 ივნისი

ყველაზე მეტად თავს პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში განვითარებული მოვლენებით დაგვამახსოვრებს. პირველი ფაქტორი ამ მხრივ არის ის, რომ უკვე 19 ივნისიდან პლანტა ნეპტუნი რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დადგება ე.წ. ვარდისფერი სათვალეების მოხსნის პერიოდი. ნეპტუნი ილუზიებისა და საიდუმლოებების პლანეტაა, მის გავლენას უკავშირდება ასევე ალკოჰოლ და ნარკოტიკდამოკიდებულება ადამიანებში.

ამიტომ 19 ივნისიდან არამხოლოდ პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში აეხილება ბევრს თვალი, არამედ საშუალება მიეცემა მავნე ჩვევებსაც ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობოს. ეს საუკეთესო პერიოდი იქნება იმისთვის, რომ საბოლოოდ დაასრულოთ "ტოქსიკური" ურთიერთობები, იქნება ეს სასიყვარულო, მეგობრული თუ სხვა სახის. ზოგადად ადამიანების უმეტესობას გაუჩნდება სურვილი ცხოვრებას ფხიზელი თვალით უყუროს და ეს შესანიშნავი დროა საიმისოდ, რომ თვალი გაუსწოროთ საკუთარ შიშებს, დაამსხვრიოთ ყველა სახის ილუზია და სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ ბევრი საქმე, მათ შორის პარტნიორული ურთიერთობებიც. იმავე დღეს პლანეტა ვენერა მთვარის აღმავალ კვანძს უერთდება, რის ხარჯზეც ბევრის ცხოვრებაში მოხდება ე.წ. "საბედისწრო შეხვედრა", დაიწყება მნიშვნელოვანი პერიოდი პირადი ცხოვრების მხრივ.

ასევე შესაძლოა უკვე არსებულმა ურთიერთობებმა მიიღოს ახლებური მიმართულება და შეუქცევადი კალაპოტი. 19 ივნისსვე მერკურისა და იუპიტერის დადბითი ასპექტის გამო ცაზე, წარმატებით შეძლებთ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. ეს კარგი დროა უცხოელებთან კონტაქტისთვის ან უცხოეთთან დაკავშირებული მივლინებების დასაგეგმად. თუმცა, უკვე 21 ივნისს, როცა ზემოხსენებულ მერკურს ქაოსისა და ილუზიების პლანეტა ნეპტუნი "დაუმეგობრდება" სასურველია, აკონტროლოთ საკუთარი დაპირებები და ზედმეტი ვალდებულებებით არ დაიტვირთოთ თავი.

21 ივნისს მზე ანცი და ორსახოვანი ტყუპის ზოდიაქოს დატოვებს და სენსიტიური, ემოციური კირჩხიბის ნიშანში დაიდებს უახლოესი ერთი თვით ბინას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული გააქტიურდება საკითხები, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებს, ნათესავებთან კომუნიკაციას უკავშირდება. ეს კარგი პერიოდია ოჯახის შესაქმნელად და უკვე არსებული ურთიერთობების გასაოფიციალურებლად. არანაკლებ წარმატებულია რემონტი, საცხოვრებლის ცვლა და უძრავი ქონების შეძენის საკითხები.

21 ივნისი ასპექტებით დატვირთული დღეა. ამიტომ ამ დღეს სასურველია აკონტროლოთ ხარჯები. იმიტომ რომ ამ პერიოდში ისე როგორც არასოდეს დიდი იქნება სურვილი თანხა რბილად რომ ვთქვათ ამაოდ "გაატანოთ ქარს".

23 ივნისს მზისა და ურანის დადებითი ასპექტი საშუალებას მოგცემთ გარიკსოთ და სხვადასხვა ტიპის რთულ სიტუაციებში ორიგინალური გადაწყვეტილებით შესაძლოთ გამოსავლის პოვნა. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დღეს ცაზე მერკურისა და პლუტონის ასპექტიც ფიქსირდება, რის ხარჯზეც მომატებულია გარშემო მყოფების მიმართ ცინიკური დამოკიდებულებისა და უხეშობის გამოვლენის მოთხოვნილება. რაც თავის მხრივ აუცილებლად გაგიფუჭებთ საქმეს. შესაბამისად, გირჩევთ დიპლომატია გამოიჩინოთ ნებისმიერ საკითხში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?