კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 18-24 სექტემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 18-24 სექტემბერი

გარეშე ნამდვილად არ ჩაივლის. თუმც კი ერთიანობაში, წინასწარ რომ გითხრათ, მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირა გველის წინ. დაიწყება მიმდინარე კვირა ვენერასა და ურანის ტრინით, რაც ფინანსურ საქმეებში და პირად, სასიყვარულო კავშირებში გარკვეულ დისონანსსა და მოულოდნელობებს შემოიტანს. ამიტომ როგორც ერთ, ისე მეორე სფეროში აუცილებლად უნდა იქონიოთ სათადარიგო გეგმა "ბეს" იმედი.

უკვე ოცი სექტემბრიდან პლანეტა ვენერა წინდახედული, ფრთხილი და გაწონასწორებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადადის ცეცხლოვანი ლომის მერე, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობები, რომელიც ამ პერიოდიდან მოყოლებული ერთი თვის მანძილზე დაიწყება, გარკვეულ ლოგიკას, გონების კარნახსა და გათვლებს დაექვემდებარება აუცილებლად. გარდა ამისა, ვენერას ტრანზიტი ქალწულის ნიშანში შესანიშნავი პერიოდია სხვადასხვა ტიპის პლასტიკური ოპერაციების დასაგეგმად. შეგიძლიათ წამოწყოთ დიეტა, მიმართოთ სპა-პროცედურებს. მოკლედ, გააკეთოთ ყველაფერი საკუთარი გარეგნობისა და შესაბამისად ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

იგივე ოც სექტემბერს მერკური-ნეპტუნის ოპოზიციაც იქნება ცაზე. რაც გააძლიერებს ჭორების, კოპრორატიული ინტრიგებისა და ილუზიების ალბათობას. ამიტომ ამ დღეს ისე როგორც არასდროს, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება-გავრცელებას.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ოცი სექტემბერი მიმდინარე კვირის ყველაზე დინამიკური და ემოციური დღეა. იმიტომ რომ გარდა ზემოხსენებული ასპექტებისა, ამ დღეს ახალმთვარეობაც დაემთხვევა. ახალმთვარეობას კი როგორც მოგეხსენებათ, მომატებულია ემოციური ფონი, გაღიზიანებადობა და მოულოდნელი მოვლენების ალბათობაც ერთი-ათად იზრდება. ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანს ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საუკეთესო დღეა, ერთხელ და სამუდამოდ წავაქეზოთ თავი სხვადასხვა ტიპის მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. ქალწული - ზოდიაქოს "დიდი დამლაგებელია". შესაბამისად, ზუსტად ამ დღეს შანსი გეძლევათ თავადაც ჩაატაროთ საკუთარ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი "წმენდა" და ყველა სახის დამამძიმებელი მოვალეობისა თუ თვისებებისგან დაიხსნათ თავი.

ოცდაორ სექტემბერს მერკურისა და პლუტონის ასპექტი შედის ძალაში. ამიტომ ერიდეთ ცინიზმსა და ავსიტყვაობას. ასეთ დღეებში ჩვეულებრივზე ადვილია სიტყვიერად ავნოთ ან აწყენინოთ როგორც უბრალო ნაცნობებს, ასევე თქვენთვის საყვარელ ადამიანებს.

ოცდაორი სექტემბერსვე მზე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და ჰარმონიის მოყვარული, სამართლიანი სასწორის ზოდიაქოს ნიშანში "გადაბარგდება". ამ პერიოდიდან ადამიანებში ესთეტიკის, რომანტიზმის მოთხოვნილება მოიმატებს. გაადვილდება კომუნიკაცია და მოლაპარაკებები.

დაბოლოს, კვირის მიწურულს მარსისა და ნეპტუნის ნეგატიური ასპექტი ადამიანებს სიზარმაცისა და "ნაცარქექიობისკენ" უბიძგებს. კიდევ კარგი, რომ ოცდაოთხი რიცხვი ვიქენდებს ემთხვევა და ბევრ ჩვენგანს სინდისის ქენჯნის გარეშე ექნება შესაძლებლობა თავს ცოტაოდენი განტვირთვის უფლება მისცეს და წაიზარმაცოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?