ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით გადაიხარეთ სპირიტიზმისკენ, ჩაუღრმავდით შინაგან სამყაროს, დაიწყეთ იმ კითხვებზე პასუხების ძიება, რომლებიც დიდი ხანია არ გასვენებთ. არსებობს სკანდალების საშიშროება. კონფლიქტური სიტუაციის თვაიდან არიდება ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან თქვენს მორალსა და პრინციპებს დაუპირისპირდებიან. შესაძლოა ჩაგითრიონ საქმეში, რომელიც თქვენს ყველაზე დაფარულ, ცოტა სამარცხვინო საიდუმლოდ იქცევა. გაგანდობენ ინფორმაციას, რომლის ცოდნაც მომავალში საფრთხეს შეგიქმნით. ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით კარგი პერიოდია გეგმების შესადგენად, ძველი საქმეების დასასრულებლად. თუ რაიმეზე მსჯელობა მოგიწევთ, ან გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდებათ, დეტალებზე ორიენტირდით. სწორედ მათში იპოვით სწორ პასუხს, მიმართულებას.
ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით თქვენს მეორე ნახევარს განსაკუთრებით დასჭირდება თქვენი დახმარება და, თუ არ იმარჯვებთ, შესაძლოა პარტნიორი დაკარგოთ. ის ძალიან დაიღალა თქვენი ფუჭი დაპირებებით, ტყუილებითა და საყოფაცხოვრებო საკითხებთან მარტო გამკლავებით. ზოგიერთ მერწყულს თანამშრომლებს შორის თაყვანისმცემელი გამოუჩნდება, რომელიც მარტივად არ დათმობს პოზიციებს. ნუ ხარჯავთ ფულს უმისამართოთ, შეამცირეთ გართობისთვის განკუთვნილი თანხა და შეაგროვეთ. ამ ნიშნით დაბადებულებმა რაც შეიძლება მალე უნდა დააბრუნონ ვალი ან ბანკში თანხა შეიტანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები გარდაუვალი იქნება. ხუთშაბათიდან კვირამდე სამსახურში ან ოჯახში წამოჭრით საკითხს, რომელზე საუბარიც სხვებს აშინებთ.
ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით ელოდეთ სასიყვარულო კონფლიქტებს, რომლებიც ბოლო ძალებსაც გამოგაცლით და თავს საშინლად გაგრძნობინებთ. კარგად დაფიქრდით, პარტნიორი შურისძიებას ხომ არ ცდილობს თქვენზე წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო? კონფლიქტის საფუძველი შესაძლოა აღმოჩნდეს ღალატი. ამ კვირაში ვიღაც "მესამე" თქვენი ურთიერთობის დანგრევას ეცდება. თუ თქვენი პარტნიორისადმი გრძნობები რეალური და მყარია, რა თქმა უნდა, ამ გამოცდას მარტივად ჩააბარებთ. კვირის ბოლომდე მოსალოდნელია, კარიერული მიზნით ან გამდიდრების სურვილით, ახალი რომანის წამოწყება.
თუ თქვენ ასაკით გაცილებით უფროს მამაკაცთან/ქალთან გაქვთ ურთიერთობა, გრძელვადიანი კავშირისთვის მოემზადეთ. ამ კვირაში ამ პიროვნებასთან განსაკუთრებით დაახლოვდებით, შემდეგ კი გაგიჭირდებათ მისი გაშვება, ყოველთვის ჩაებღაუჭებით. ხოლო, თუ თავად გაექცევით, უკან დაბრუნება გენდომებათ. მაშინ, როცა თავს უფლებას მისცემთ რიგი საკითხები დასატბილურდეს თქვენს ცხოვრებაში, ბედნიერებას და კმაყოფილებას იგრძნობთ. ხუთშაბათიდან გამყარდება თქვენი მენტალური ძალა, შეძლებთ სადავეები ხელში აიღოთ და მართოთ ადამიანები, განკარგოთ სიტუაციები, ქონება. ამ კვირაში გაცნობილ პიროვნებასთან ჩამოგიყალიბდებათ ღრმა მეგობრობა, რომლის საფუძველიც ნდობა და ერთგულება იქნება.
კარგი პერიოდია მათთვის, ვინც გამოცდისთვის ემზადება. ამ კვირაში გამოავლენთ ყველასთვის საჭირო პრაქტიკულობას. ოჯახში არსებულ პრობლემებს მარტივად მოაგვარებვთ, რითაც კიდევ ერთხელ დაარწმუნებთ ოჯახის წევრებს, რომ თქვენ გარეშე ცხოვრება გაუჭირდებოდათ. ელოდეთ სერიოზულ საუბარს პარტნიორთან ან კოლეგასთან. თქვენი უბადლო კომუნიკაციისა და ადამიანების დარწმუნების უნარი ამ შემთხვევაში ძალიან დაგეხმარებათ. კვირის ბოლოსკენ გაგიჭირდებათ რიგ საკითხებზე კონცენტრაცია, იმატებს შეცდომის დაშვების ალბათობა. ნუ გამოავლენთ ზედმეტ ოპტიმიზმსა და თავდაჯერებულობას, თორემ ადამიანები თქვენ მიმართ უარყოფითად განეწყობიან.
ყურადღება მიაქციეთ კომუნალურ გადასახადებს. უეცრად უინტერნეტოდ, უწყლოდ, უდენოდ ან უგაზოდ არ დარჩეთ - თან სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდებათ. ლომები, რომლებსაც ე.წ. დედლაინი აქვთ, საქმეს დროულად მორჩებიან. ამ ნიშნით დაბადებულ ზოგიერთ ადამიანს საოჯახი საქმე გაიტაცებს და ისე ჩაითრევს დალაგება, რეცხვა, საჭმლის კეთება თუ ოჯახის წევრებზე ზრუნვა, რომ ვერც კი მიხვდება. მარტოხელა ლომს ძალიან მოხიბლავს ერთი საინტერესო ადამიანი. შესაძლოა მისით შეპყრობილიც კი გახდეს! ახალი რომანი თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის, ასე რომ მოემზადეთ, ცვლილებების ტალღისთვის!
ორშაბათიდან ხუთშაბათამდე მოსალოდნელია ფინანსური სიძნელეები და გაურკვევლობები სასიყვარულო ურთიერთობაში. მოერიდებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრას. განმარტოებისა და ფიქრისთვის გამოჰყოფთ დროს. ოთხშაბათის შემდეგ თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის იფეთქებს ვნება. მარტოხელა კირჩხიბები გადაწყვეტენ, რომ ახალი ურთიერთობის წამოწყების დროა. კვირის ბოლოს თქვენი შემოსავლები ისე გაზირდება, რომ ფუფუნების საგნების შეძენას ან ძვირად ღირებულ რესტორანში წასვლასაც კი შეძლებთ. ზოგიერთი კირჩხიბი დაფიქრდება ტატუს გაკეთებაზე.
კარგი პერიოდია საოფისე სამუშაოსთვის, დოკუმენტების გასაფორმებლად. თქვენთვის სასიკეთოდ წარიმართება ბიზნესშეხვედრები. ამ კვირაში დაბანდებული ინვესტიცია მოიტანს დიდ მოგებას. მოკავშირეები ეძებეთ ახალგაზრდებში, მრჩეველები კი ხნიერებში. ოთხშაბათიდან პირად "ფრტონტზე“ იდილია დაისადგურებს. კმაყოფილი იქნებით თქვენი პარტნიორით. თავისუფალ ტყუპს ურთიერთობის დაწყებას შესთავაზებენ, რაზეც უარი არ უნდა თქვან, თუ სექსუალური თავგადასავლებისთვის მზად არიან.
ამ კვირაში ძალიან დაგაკლდებათ ადამიანი, რომლისგანაც სიყვარულს ელოდით, მაგრამ გულისტკენა მიიღეთ. თუ დაქალებს/ძმაკაცებს სიმართლეში გამოუტყდებით, მათგან ნუგეშს ვერ მიიღებთ, პირიქით, პირში მოგახლიან, რომ სულელი ხართ, ან ზურგსუკან გაგკიცხავენ, ამიტომ სჯობს ემოციები თქვენში დაიტიოთ. ზოგიერთი კურო ფლირტს გააბამს სიმპათიურ/ლამაზ უცნობთან, მაგრამ როგორც კი იგრძნობს, რომ საქმე "ერთი ღამის სექსთან" მიდის, უკან დაიხევს და იქაურობას გაშორდება.