კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 18-25 აგვისტო

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 18-25 აგვისტო

ვენერა, წარმატების მომტან პლანეტა იუპიტერს შეუერთდება. რაც შესაბამისად, საშუალებას მისცემს ადამიანებს გარკვეული, რომანტიკული სული შეიტანონ აგვისტოს "ზედმეტად ცხელი" ენეგრეტიკით დატვირთული თვის მოვლენებში.

თუმცა მათთვის, ვისაც რომანტიკულ ურთიერთობებზე მეტად საქმიანი სფერო და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ადარდებს, სასურველია, 19-20 აგვისტოს შუალედში მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდოს ახალ შემოთავაზებებსა და ოფიციალური დოკუმენტაციის გაფორმებისას ნებისმიერი იურიდიული დეტალი სიღრმისეულად გადაამოწმოს.

უკვე 21 აგვისტოდან მოყოლებული კი (განსაკუთრებით 23 აგვისტოს შემდეგ), გაცილებით გამარტივდება საქმიანი ურთიერთობების წარმოება და ამ მხრივ არაერთ მნიშვნელოვან შეთანხმებასაც შეიძლება მიაღწიოს ბევრმა, განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება ეს დრო მიწის სტიქიით დაბადებული ადამიანებისთვის (კურო, ქალწული, თხის რქა).

25 აგვისტოს შემდეგ, ერთი შეხედვით მსუბუქად დაწყებული რომანტიკული ურთიერთობები შესაძლოა ძალიან ბევრი წყვილის შემთხვევაში მოულოდნელი ქორწინებით დაგვირგვინდეს.

ამიტომ, თუკი პირად ცხოვრებაში რაიმე სახის მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავთ, სასურველია ეს ყველაფერი 26 აგვისტომდე მოხდეს. იმიტომ რომ ამ პერიოდიდან არ არის გამორიცხული გარკვეული სირთულეები წარმოიშვას პირადი ურთიერთობების კუთხით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?