ე.წ. "რეტრო" ფაზას. ეს თავის მხრივ შექმნის ადამიანთა ცხოვრებაში გარკვეულ მოვლენებსა და სირთულეებს, რომლის ხარჯზეც ბევრ ჩვენგანს დასჭირდება დაბრუნდეს წარსულში და ჩადენილი შეცდომები ახლებურად გაანალიზოს. რათა ამ შეცდომების გამოსწორების შანსი მიიღოს რეალურად. დამდეგი კვირა ზუსტად ამ ციკლის საწყისი ეტაპია, როგორც უკვე გითხარით, იუპიტერი რეტრო ფაზაში წინა კვირიდან გადავიდა, ამ ეტაპზე კი უკვე პლანეტა მერკური დაიწყებს უკუსვლას. რის ხარჯზეც 22 მარტიდან მოყოლებული გაიზრდება პრობლემები და შეუთანხმებლობის ალბათობა ყოველდღიურ კომუნიკაციაში. შესაძლებელია დაგვიანდეს ინფორმაციის გადაცემა და მიღება. არ არის გამორიცხული პრობლემების წარმოქმნა ახლო წრის ადამიანებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობაში. შეფერხდება და გაჯანჯლდება მოკლევადიანი მგზავრობები. შესაძლოა მწყობრიდან ადვილად გამოვიდეს ტექნიკა. ამ პერიოდიდან არ არის სასურველი გადამეტებული შოპინგი, მით უმეტეს, ელექტრომოწყობილობებისა და ტექნიკის ყიდვა.
20 მარტს პლანეტა მერკური ვენერას შეუერთდება. რაც იმის საშუალება მოგცემთ, რომ მის რეტროგრადულობადე მოაგვაროთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც პირად ურთიერთობებს და ფინანასურ თემებს ეხება.
გარდა ამისა, ზუსტად 20 მარტიდან მზე თევზების ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და ნოვატორი, სიცოცხლისმოყვარული და აქტიური ვერძის ნიშანში გადაინაცვლებს. იქ უკვე განლაგებულია ორი პლანეტა - მერკური და ვენერა. შესაბამისად, ამ პერიოდიდან მოყოლებული ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოიმატებს ბრძოლის უნარი, შემართება, საკუთარი მიზნების სწრაფად და ეფექტურად მიღწევის უნარი. არანაკლებ მოიმატებს მოუთმენლობა და აგრესიულობა, მოგეხსენებათ ვერძი ყველაზე ცხელსისხლიანი და აგრესიული ნიშანია.
23 მარტიდან პლანეტა მერკური, როგორც თავში აღვნიშნეთ, რეტროგრადული ხდება. ამ დღეს ცაზე ვენერასა და პლუტონის კვადრატიც დაფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მერკურის რეტროგრადულობა პირველ რიგში პირად და სასიყვარულო კავშირებზე აისახება. მოიმატებს გაუგებრობები, ეჭვიანობა, სკანდალებისკენ მიდრეკილება და დრამატული სიტუაციები წყვილებს შორის. ამიტომ ამ პერიოდში მაქსიმალური სიმშვიდით მოეკიდეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას.
24 მარტს ზემოხსენებულ ასპექტს სიმხურვალეს მზისა და მარსის კვადრატიც დაუმატებს. აგრესიული ფონი კიდევ უფრო შესამჩნევი და აქტუალური გახდება ადამიანებში. ამიტომ ასეთ დღეებში სასურველია მაქსიმალურად ერიდოთ კონფლიქტებს. სამაგიეროდ, მსგავსი ასპექტისას ცაზე კარგია სპორტით დაკავება და საკუთარი აგრესიის კონკრეტულ, სასარგებლო საქმიანობაზე დახარჯვა. საიმისოდ, რომ შაბათ-კვირა შედარებით მშვიდად და ჰარმონიულად გაატაროთ.