კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 2-8 აპრილი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 2-8 აპრილი

პლანეტა მერკური უკუღმა ბრუნავს, ამასთან ერთად, კვირის დასაწყისში მას დაძაბული ასპექტები ექნება აგრესიულ პლანეტა მარსთან და რაციონალურ სატურნთან. ჩვეულებრივი მოვლენების ენაზე ეს შესაძლოა გამოვლინდეს იმაში, რომ კვირა ერთობ დაძაბულად დაიწყება. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები, ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა გზაზე, ტექნიკისა და ელექტრო-ხელსაწყობის მწყობრიდან გამოსვლა და ა.შ. მერკურისა და მარსის კვადრატურა ადამიანებს განაწყობს აგრესიული კამათისკენ, ხოლო სატურნთან კვადრატი ამ ყველაფერს დაუმატებს იმას, რომ გაძლიერდება სურვილი არ დაემორჩილონ მიღებულ ნორმებსა და ჩარჩოებს.

მატულობს ზემდგომებთან კონფლიქტის ალბათობა. დაძაბულობა იქნება ასევე ასაკით უფროს და უხუცეს ადამიანებთან ურთიერთობაში. ამ ყველაფერთან ერთად ცაზე აქტიურია ორი "ბოროტი" პლანეტის მარსისა და სატურნის შეერთება. რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს კონფლიქტებს, სიჯიუტეს, უაპელაციო პრინციპულობას და ა.შ. ამიტომ კვირა მაქსიმალურად დიპლომატიურად უნდა დაიწყოთ. განეწყვეთ გარშემო მყოფების მიმართ მეგობრულად, მიიღეთ, მოისმინეთ და რაც მთავარია, კარგად გაიაზრეთ თანამოსაუბრეების აზრი. ნუ წამოიწყებთ კონფლიქტს, თუ ამის აუცილებლობას ხედავთ კიდეც. ეცადეთ, ნებისმიერი დაძაბულობა მეგობრული და კოლეგიალური გზით გადაჭრათ. გაითვალისწინეთ, რომ მიმდინარე პერიოდს ცეცხლოვანი და აგრესიული ვერძის თანავარსკვლავედი მართავს - თანაც პლანეტების თავმოყრა ცაზე ერთობ სტრესულია. ამიტომ მთელი კვირის მანძილზე მხოლოდ მშვიდ, ობიექტურად მოაზროვნე და ლოიალურ ადამიანებს გაუმართლებთ.

ამასობაში პლანეტა ვენერა ვერძის ნიშნიდან კუროს ზოდიაქოში გადავიდა, რაც საშუალებას მოგცემთ ფინანსურ საკითხებში პრაქტიკული აზროვნებითა და ცივი გონებით გააკეთოთ გათვლები. მონახოთ თქვენთვის მომგებიანი პოზიცია და გადაწყვეტილება. ეს შესანიშნავი პერიოდია დაკავდეთ კულინარიული ექსპერიმენტებით ან სულაც კულინარიის პროფესიულ დონეზე შესწავლით, მოდით, არქიტექტურით ან ვებ-დიზაინით. მით უმეტეს, რომ 5 აპრილს ვენერა დადებით ასპქტებს გააკეთებს მარსთან და სატურნთან. ეს იდეალური დროა პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობების დასარეგულირებლად, ახალი რომანტიკული ნაცნობობის წამოსაწყებად და ა.შ. ხოლო პლანეტა იუპიტერის სექსტილი პლუტონთან ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას სოციალური სტატუსის ან საზოგადოებრივი იმიჯის გასამყარებლად.

6 აპრილს მზისა და ურანის შეერთების გამო, დღე მოულოდნელი "სიურპრიზებით" იქნება დახუნძლული. მოსალოდნელია როგორც კარგი, სე ცუდი სიურპრიზები. არ არის გამორიცხული ფინანსური შეფერხებები და პრობლემები. მაქსიმალურად დაიცავით ზღვარი და სუბორდინაცია იმ სფეროებში, სადაც საკითხი სხვისი თავისუფლების შეზღუდვის თემას ეხება.

კვირის ბოლოს არაჯანსაღი ამბიციები მოთოკეთ, ნუ გამოიყენებთ ძალაუფლებას ბოროტად და ეცადეთ, რომ ეს პერიოდი ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროთ.

წარმატებულ და პოზიტიურ კვირას გისურვებთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?