კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 2-8 იანვარი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 2-8 იანვარი

პოზიტიური სულისკვეთებით, სიკეთით, ურთიერთსითბოს გაცემით და ადამიანებში მომატებული სიყვარულის განცდითაა გამორჩეული. ამ ყველაფერს კი სამშაბათიდან პლანეტა ვენერას თევზების ნიშანში გადაბარგებაც შეუწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა გულები უახლოესი ერთი თვის მანძილზე გულწრფელი სიყვარულით, თანაგრძნობით, ზრუნვის მოთხოვნილებითა და სითბოთი განათდება. ვენერა თევზებში ხელს უწყობს ნამდვილი, ყველაზე რომანტიკული რომანების წამოწყებას. ამიტომ მსგავსი შანსები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მით უმეტეს, რომ კვირის დასაწყისში ვენერა დადებით ასპექტებს გააკეთებს პლანეტა მერკურთან, რის ხარჯზეც საახალწლო განწყობასთან ერთად, მარტივი იქნება ახალი სასიყვარულო კავშირების გაბმა. გამორიცხული არ არის ახალი რომანი მოგზაურობისას ან ტრანსპორტშიც დაიწყო., შესაძლებელია, სასიყვარულო ძაფები სულაც ტელეფონით გააბათ ვინმესთან. ეს კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებების საწარმოებლად, ასევე ფინანსური ოპერაციებისთვის. წარმატების მომტანი იქნება მოკლევადიანი მგზავრობაც.

4 იანვარს რეტროგრადული მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოში ბრუნდება. რაც იმას ნიშნავს, რომ დღის წესრიგში დაბრუნდება ძველი თემები და განსახილველი საკითხები. შესაძლოა ეს ყველაფერი დაუკავშირდეს იურიდიული სახის პრობლემებს, ასევე არ არის გამორიცხული საერთაშორისო და ლოკალური პოლიტიკის კუთხითაც მოხდეს ძველი ამბების ახლებურად "გადამღერება". მოსალოდნელია შეფერხებები გადაადგილებისას შორ მანძილზე. არ არის გამორიცხული პრობლემები საბაჟო-გამშვებ პუნქტებზეც. შესაძლებელია, გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი და კონტროლი ამა თუ იმ ქვეყანაში. შესაბამისად, ამ პერიოდიდან 8 იანვრის ჩათვლით სასურველია, არ დაგეგმოთ ხანგრძლივვადიანი მივლინებები ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

7 იანვარს მზისა და პლუტონის შეერთება ადამიანებში ძალაუფლების დაუძლეველ წყურვილს და კონფლიქტურობის კოეფიციენტს გააძლიერებს. ვისაც თავისი ბუნებით სოციუმზე ზემოქმედება და მისი მართვა შეუძლია, ეს, რა თქმა უნდა, კარგი პერიოდი იქნება, თუმცა ჩვეულებრივ მოკვდავებში მსგავსი ასპექტი მარტოოდენ ამბიციებს წამოსწევს წინ. რაც შესაძლოა გარშემო მყოფებთან კონფლიქტის მიზეზადაც კი იქცეს. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში სასურველია, თუკი საკუთარ ამბიციებს და სხვების მარიონეტებივით მართვის სურვილს მოთოკავთ.

კვირის ბოლოდან პლანეტა მერკური, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე უკანმავალი (რეტროგრადული) იყო დირექტიულ ფაზაში გადაინაცვლებს და გააგრძელებს სწორად მოძრაობას. რაც იმას ნიშნავს, რომ სრულიად ქართული საზოგადოება ნელ-ნელა დაიწყებს გამოფხიზლებას ხანგრძლივი საახალწლო თრობის შემდეგ და კომუნიკაციაც ადამიანებს შორის უფრო მოქნილი და მარტივი გახდება. მოკლედ, ჩვენ ყველა დავუბრუნდებით ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და საქმიან სტატუსებს.

პოზიტიურ პოსტ-საახალწლო პერიოდს გისურვებთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?