კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 2- 8 ივნისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 2- 8 ივნისი

გამოიწვევს სიახლეებისა და ცვლილებების დაუოკებელ მოთხოვნილებას. ეს ის პერიოდია, როცა საუკეთესო დრო დგება პიროვნული ინდივიდუალიზმის ხაზგასასმელად, როგორც სამსახურეობრივ, ისე სასიყვარულო სარბიელზე.

ოღონდ გახსოვდეთ, თქვენი ნებისმიერი ქმედება მაქსიმალურად კრეატიული და ორიგნალური ხასიათის უნდა იყოს. ქალბატონებს ამ მხრივ ვარცხნილობის, იმიჯის მკვეთრი ცვლილებაც შეუწყობს ხელს საპირისპირო სქესისთვის თავის მოსაწონებლად. მოკლედ, ძვირფასო ქალებო, შესანიშავი შანსი გეძლევათ, საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

მიმდინარე კვირის მანძილზე მაქსიმალურად დააკვირდით იმას, თუ რას, როგორ და ვის უსურვებთ. იმიტომ რომ სიტყვებს ამ პერიოდში მაგიური ძალა ეძლევათ. შესაბამისად, კარგად აწონ-დაწონეთ ნებისმიერი ფრაზა, სანამ იგი თქვენი გონებიდან ბაგეებს გადაეცემა და ასტრალში მოასწრებს გაფანტვას.

შანსი იმისა, რომ რასაც ისურვებთ პირდაპირი მნიშვნელობით ახდეს ამ ეტაპზე საკმარისზე დიდია. მაგრამ ერთი, ძველი ჩინური ანდაზის არ იყოს – "გეშინოდეთ თქვენი ოცნებების, ერთ დღესაც ისინი შესაძლოა რეალობად იქცნენ" – გამორიცხული არ არის, დღეს საოცნებო ხვალ სადავიდარაბოდ გადაგვექცეს. ამიტომ ფრთხილად, წინდახედულად და რაც მთავარია, გულით იოცნებეთ.

სულის სიმშვიდეს, თვითრწმენასა და ბევრ პოზიტიურ წუთს გისურვებთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?