მზე-ნეპტუნის დადებითი ასპექტით დაიწყება, რომელიც თავის მხრივ ადამიანებში სულიერების დონეს და ურთიერთ თანაგრძნობის უნარს გაზრდის. ეს კარგი პერიოდია ხელოვანი და შემოქმედი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ მათ უმრავლესობას განსაკუთრებული მუზა და სტიმული მიეცემა ახალი პროექტების დასაწყებად ან უკვე არსებული, ძველი პროექტების დასასრულებლად. ზოგადად კარგი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობების კუთხითაც, იმიტომ რომ წყვილებს შორის ინტუიციური გაგების დონე ერთი-ორად მატულობს. რაც ხელს უწყობს სასიყვარულო კავშირებში ჰარმონიის ჩამოყალიბებას.
2-4 მაისის შუალედში მზისა და იუპიტერის კარგი ასპექტაციის გამო, გამარტივდება ფინანსური საკითხების მოგვარება. გაიხსენეთ თქვენი კეთილისმყოფელები, დაუკავშირდით მათ, ვინც წარსულში სამსახური გაგიწიათ, შეეხმიანეთ ყოფილ ბიზნესპარტნიორებს, სავსებით შესაძლებელია მათთან თქვენმა ურთიერთობამ ახალი და პერსპექტიული სახე მიიღოს. გახსოვდეთ, რომ ეს პერიოდი ახალმთვარეობის წინა პერიოდს ეხება, ამიტომ სასურველია, ამ დღეებში დაასრულოთ ძველი საქმეები, საბოლოოდ მოუძებნოთ გადაჭრის გზები აქამდე არსებულ პრობლემებს, გაისტუმროთ ვალები და ზოგადად გაასწოროთ ანგარიში წარსულთან.
6 მაისს ახალმთვარეობას ველით კუროს ზოდიაქოს ნიშანში, რაც თავის მხრივ საშუალებას მოგვცემს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას გონივრული რევიზია ჩავუტაროთ და უახლოესი ერთი თვის ბიუჯეტი გონივრულად დავგეგმოთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ პერიოდში ძველმა პრობლემებმა შეგახსენოთ თავი ფინანსური კუთხით, შესაბამისად, საუკეთესო დროა მათ გადასჭრელად და ახლებური გზების საპოვნელად, რათა პრობლემა მომავალშიც პრობლემად არ დარჩეს. სამაგიეროდ, ამ დღეებში მატულობს კრეატიული იდეების ალბათობა, სავსებით შესაძლებელია სამომავლოდ რაიმე გრანდიოზული ჩაიფიქროთ თუმცა, განხორციელებს ნუ იჩქარებთ 23 მაისამდე. ახლა ის დროა მომავლის გეგმების დაწყობას მიჰყოთ ხელი, მათი განხორციელებისთვის კი თვის ბოლოდან კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ.
9 მაისიდან წარმატების პლანეტა იუპიტერი უკანამავალი (რეტროგრადული) მოძრაობიდან ისევ სტაციონარულ მდგომარეობას დაუბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში სასურველია საფუძველი ჩაუყაროთ ფართომასშტაბიან პროექტებს, თუმცა სასურველია ჯერჯერობით ყველაფერი იდეის დონეზე გაიაზროთ დეტალურად. კარგი პერიოდი დგება მოგზაურობისა და ტურისტული აქტივობისთვის. წარმატებით მოგვარდება მოლაპარაკებები უცხოელებთან. პოზიტიურად ჩაივლის მივლინებები საზღვარგარეთ.
7 მაისიდან ვენერა ასპექტს გააკეთებს ნეპტუნთან, რაც სასიყვარულო ურთიერთობებში რომანტიზმის დონეს გაზრდის. კარგი პერიოდია პაემნების დასაგეგმად ან უკვე არსებულ კავშირებში სიახლეების შესატანად, მათ გადასახალისებლად და გასამყარებლად ემოციური კუთხით. ამიტომ სასურველია დასვენების დღეები საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ პლანეტების ჰარმონიული ზეგავლენა.