კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 2- 8 მარტი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 2- 8 მარტი

მარტის პირველ დეკადაში, საკმაოდ სასიამოვნო ასპექტი დაფიქსირდება ცაზე - ურანისა და იუპიტერის ტრინი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ყველა ის ადამიანი, ვისი პროფესიაც კრეატივს, რეკლამას, ინტერნეტ-კომუიკაციას უკავშირდება იდეების მოზღვავებას იგრძნობს, შესაბამისად, ცუდი არ იქნება რაიმე ორიგინალურ წამოწყებას ჩაუყაროთ საფუძველი ამ პერიოდის მანძილზე .

ურანი ორიგინალობას არ მოაკლებს თქვენს ჩანაფიქრს, იუპიტერი კი პასუხს აგებს მის "გაფართოებაზე", რაც ჭეშმარიტად სოციალურ ხასიათს მისცემს თქვენს საქმიანობას. ეს ის დროა, როცა ჩვენი ნაბიჯები და ქცევა საზოგადოების თვალში შეგვიძლია მომგებიან დივიდენდად გადავაქციოთ და სამომავლო პროფესიული მიღწევებისთვის კარგი ტრამპლინი შევქმნათ.

გარდა ამისა, ტრინი იუპიტერი-ურანი ხელს შეუწყობს აზარტულ თამაშებსა და ლატარიებში მოგების ალბათობას. შესაბამისად, მათ ვინც ამგვარი საქმიანობის მიმართ ინტერესით გამოირჩევა ვურჩევ გარისკოს, ოღონდ გონივრულად და რაც მთავარია, ნაკლები ფინანსებით.

კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ურანისა და ვენერას ჰარმონიული კომბინაცია იქნება, რაც ბევრი ჩვენგანის (განსაკუთრებით ქალთა სქესის) ცხოვრებაში მოულოდნელი რომანის წამოწყებასა და სასიამოვნო ნაცნობობას შეუწყობს ხელს. ამ პერიოდში კარგია ქალბატონებმა წამოიწყონ სხეულის მოვლა-გაჯანსაღების პროცედურები, განსაკუთრებით ეფექტური იქნება არატრადიციული მეთოდებით სილამაზეზე ზრუნვა.

ზოგადად, მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა მხურვალე რომანები, ახალ-ახალი ნაცნობობა და რომანტიკა. მაგრამ  სანამ პლანეტა ვენერა ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოს გადის, ემოციები აალებადი და სწრაფად ქრობადი იქნება . ამიტომ ხანგრძლივი და შორსმიმავალი გეგმების დაწყობისგან გირჩევთ თავი შეიკაოთ პირადი ურთიერთობების კუთხით. მათთვის კი ვისაც უკვე აქვს ოჯახი, მოკლევადიანი კონფლიქტებია მოსალოდნელი მეორე ნახევართან - თუმცა ემოციები მალე დაცხრება და მარტის შუა რიცხვებიდან, როცა ვენერა დინჯი კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს ყველაფერი თავისთავად დასტაბილურდება.

P.S. გაზაფხულზე სხვა რა უნდა გისურვოთ, გარდა სიყვარულისა? Innocent Wink

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?