კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 20 - 26 ივლისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 20 - 26 ივლისი

და ემოციურად ცხელი კვირის შემდეგ, შედარებით უფრო პოზიტიური პლანეტარული გავლენის მქონე სარტყელში შევდივართ. უკვე ორშაბათიდან ძალიან ბევრი ჩვენგანი იგრძნობს შრომისუნარიანობის, პრინციპულობისა და კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის უნარის მატებას.

20-21 ივლისის შუალედში საკმაოდ ადვილად გამოგივათ აქამდე მოუგვარებელი ან გამწვავებული სამსახურებრივი კონფლიქტების კომპრომისის გზით ლიკვიდირება. განსაკუთრებით კარგია ეს პერიოდი მათთვის, ვინც მაღალ თანამდებობრივ პოსტს და ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებს. ზუსტად ამ დღეებში ისე როგორც არასდროს, ნათლად ჩანს კოლექტივში არსებული პრობლემები და მათი რეგულაციის გზები თქვენთვის. უკვე 21 ივლისს კი ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკება, რომელიც დიდ საბიუჯეტო სახსრებს და მათ განკარგვას ეხება გაცილებით იოლად გადაწყდება.

უკვე 23 ივლისიდან მზე სენსიტიური და ემოციური კირჩხიბის ზოდიაქოს დატოვებს და ზუსტად ერთი თვის მანძილზე ცეცხლოვანი ლომის ზოდიაქოს - ანუ თავის ჭეშმარიტ სამყოფელს მიაშურებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს ადამიანებში შემოქმედებითი პოტენციალი, რომანტიკული სული და საბრძოლო შემართება. თუმცა ეს ყველაფერი როდია, მზეს კვალდაკვალ ლომის ზოდიაქოს ნიშანში, გვერდს მალე პლანეტა მერკურიც დაუმშვენებს, რის ხარჯზეც საკმაოდ აქტიური პერიოდი დაიწყება ნებისმიერი ადამიანისთვის ვისი საქმიანობის სფეროც შემოქმედებით აქტივობას, პოლიტიკურ სარბიელს და საზოგადოებასთან ურთიერთობას უკავშირდება. ასევე მოსალოდნელია მედიაშიც იმატოს ხმაურიანმა (ხშირად კარგად დადგმულმა) სკანდალებმა, დაპირისპირებებმა და განცხადებებმა ზუსტად რომ პოლიტიკური კუთხით.

მოვლენები და ემოციები ესკალაციას კვირის ბოლოს მიაღწევს, როცა პლანეტა მარსი პლანეტა ურანს ჩაუდგება ნეგატიურ ასპექტში - რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია საკმაოდ სერიოზული კონფლიქტები და დაპირისპირებებიც კი რომლებიც ღიად გაშუქდება. ამ პერიოდში 24-25 ივლისის შუალედში მოიმატებს ასევე ავტო-საგზაო შემთხვევების და ტექნიკური ავარიების ალბათობაც. შესაბამისად, სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან და მანქანა-დანადგარებთან მუშაობისას. ზოგადად აკონტროლეთ აგრესია და იმპულსური საქციელი.

უკვე კვირის ბოლოს პლანეტა ურანი რეტროგრადულ ფაზაში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს ადამიანებში ინდივიდუალიზმის, შემოქმედებითი თვითგამოხატვის, კრეატიული იდეების განხორციელების სურვილი და შესაძლებლობა. თუმცა, ურანის რეტროგრადული ფაზა ასევე მოიტანს გარკვეულ დაპირისპირებებს იდეოლოგიის კუთხით სოციუმში კონსერვატორულად მოაზროვნე და ნოვატორული შეხედულებების მქონე ინდივიდებს შორის.

სასურველია არ შეზღუდოთ სხვისი თავისუფლება, ნაკლებად დაუპირისპირდეთ ინოვაციას და მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდოთ სიხალეებს, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა წინსვლისა და განვითარების შანსი გახდეს თქვენთვის ან თქვენი საქმიანობისთვის . მით უმეტეს, თუ ინტერნეტ-კომუნიკაციის, ვებ-დიზაინის და ელექტრონული მასმედიის სფეროში მოღვაწეობთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?