კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 20 -26 ოქტომბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  20 -26 ოქტომბერი

დაგვასაჩუქრა, რომელსაც თავის მხრივ ემოციების პიკი, ექსტრემალური მოვლენები და მოულოდნელობები მოჰყვა თან. როგორც წესი, დრო დაბნელებიდან დაბნელებამდე ყოველთვის რთული და ემოციებით დატვირთულია. ამ მხრივ არც მიმდინარე კვირა იყო გამონაკლისი. აგრესიის ტალღამ მართლაც რომ პიკს მიაღწია, საზოგადოება ერთხმად აღაშფოთა გასული კვირის მანძილზე მომხდარმა რამდენიმე ძალადობრივმა ფაქტმა...

ყველაფერი ეს კი დაბნელებიდან დაბნელებამდე ხდება, ფსიქიკა ამ დროს ჩვენი ქვეცნობიერის ყველაზე ღრმა და ნეგატიურ იმპულსებს ემორჩილება, არც ის არის გასაკვირი, რომ გასული კვირის "მთავარ მოქმედ გმირებს" მამაკაცები შეადგენდნენ – მოახლოებული მზის დაბნელება, რომელიც 24 ოქტომბერს დაფიქსირდება დიახაც, რომ მამაკაცურ ენერგეტიკას ააქტიურებს. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ პროცესები უმართავი ან შეუქცევადია.

ადამიანი თავადაა საკუთარი ბედის მჭედელი, ასტროლოგია და ვარსკვლავების გავლენა კი მარტოოდენ დამხმარე სახელმძღვანელოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამიტომ მიუხედავად ნეგატიური კოსმიური ენერგიისა, ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია უნარი მართოს და აკონტროლოს საკუთარ თავში აგრესიის გამოვლინება.

უახლოესი ერთი კვირის მანძილზე ზოგადი ემოციური ფონი და მოვლენათა გარკვეული სიმძაფრე უცილობლად შენარჩუნდება. მით უმეტეს, რომ უკვე 23 ოქტომბრიდან პლანეტა ვენერა მორიელის ზოდიაქოს დაიკავებს და მძაფრი ემოციების, ეჭვიანობისა და დრამატული ისტორიების ალბათობა არათუ იკლებს იმატებს კიდეც, როგორც მორიელის ბუნებას და თვისობრიობას შეეფერება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება ცუდის მოლოდინში უნდა იყოს მხოლოდ. ვენერას ამგვარი მდებარეობის გავლენით არაერთი მხურვალე რომანი და სასიყვარულო ისტორია აიღებს სტარტს უახლოესი თვის მანძილზე.

ამას გარდა, სიტუაციას სულ მალე პლანეტა მერკურის მდებარეობაც განმუხტავს. 24-25 რიცხვიდან, ადამიანებს გაუადვილდებათ კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით კონსესუსის მიღწევა. მით უმეტეს, რომ უკვე 25-26 რიცხვში, "სტარტს" აიღებს საკმაოდ ძლიერი პლანეტარული კომბინაცია – რომლის ხარჯზეც მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების და სოციალურ-ეკონომიური ძვრების მომსწრეც შეიძლება გავხდეთ ახლო მომავალში.

სულის სიმშვიდეს, საღ გონებას და ერთმანეთის მეტ სიყვარულს გისურვებთ მეგობრებო! Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?