კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 21-27 აგვისტო

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  21-27 აგვისტო

კიდევ ერთი და ამჯერად უკვე ბოლო ურთულესი კვირა დაიწყო. წინ კიდევ ერთი, ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანი დაბნელება გველის - მზის სრული დაბნელება ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ამასთან ერთად, თავად დაბნელების თარიღამდე მოქმედებს მზისა და მარსის შეერთებაც, რაც თავის მხრივ ადამიანებში ემოციურ ფონს ამძაფრებს, ააქტიურებს აგრესიულობას და იმპულსური ქმედებების ჩადენის მოთხოვნილებას. თუმცა, რაკიღა ასტროლოგიაში ნებისმიერი ასპექტი თავის თავში აერთიანებს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ თვისებას ზუსტად მარსი-მზის შეერთება მისცემს ბევრ ადამიანს ამ პერიოდში საკუთარი ყველაზე თამამი იდეების განხორციელების შესაძლებლობას.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ უმართლებთ ექსკლუზიურად ლიდერული ხასიათის მქონე ადამიანებს. მათ, ვისაც ახასიათებს სიტუაციის საღად ხედვისა და ანალიზის უნარი, ეხერებათ საკუთარი ემოციების ფლობა გარშემო მყოფებზე დადებითი კუთხით ფსიქოლოგიური მანიპულირება. მარსისა და მზის შეერთება, რომელიც თავის მხრივ თავად დაბნელების თარიღსაც ემთხვევა ერთი-ორად ზრდის შეიარაღებული კონფლიქტების დაწყების ან გააქტიურების ალბათობას მსოფლიო მასშტაბით. აქტიურდება კრიმინალური ფონი, იზრდება გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.

ორშაბათი მძიმე დღეა, მით უმეტეს, დამდეგი ორშაბათი - იმიტომ რომ, ზუსტად ამ დღეს ემთხვევა მზის დაბნელება. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენ გარშემო ადამიანების დიდი ნაწილი გაღიზიანებული, ცოტათი არაადეკვატური, რადიკალური და უხეში იქნება ამ დღეს. მით უმეტეს, რომ დაბნელება ლომის ნიშანში ხდება, რაც თავის მხრივ ადამიანებში ერთი-ორად აღვივებს "ეგოს" თემას, რომლის გამოვლინებაც ბევრის შემთხვევაში ფრიად არაპრეზენტაბელური და არაპოპულარული ფორმით მოხდება ამ დღეს. ლომის ზოდიაქოს, ამასთან ერთად, ბავშვებისა და სასიყვარულო-პარტნიორობის თემასაც ეხება. ამიტომ აუცილებელია ამ პერიოდში მაქსიმალური ტოლერანტულობა, მოთმინება და სიმშვიდე გამოიჩინოთ შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ ნებისმიერი დაბნელება ადამიანების ფსიქიკას მძიმედ აწვება, განსაკუთრებით კი ბავშვებზე ახდენს გავლენას.

სტატისტიკურადაც დამტკიცებულია, რომ დაბნელების პერიოდში პატარები განსაკუთრებით ჭირვეული და დაუმორჩილებლები ხდებიან ხოლმე.

22 აგვისტოს მზე ლომის ზოდიაქოს ტოვებს და ქალწულის ნიშანში ინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან უახლოესი ერთი თვის მანძილზე ადამიანებში რაციონალიზმი, საღად განსჯისა და აზროვნების უნარი გააქტიურდება.

24 აგვისტოს ვენერასა და ურანის კვადრატი, ჯერ კიდევ გამოყოლილი დაბნელების ენერგეტიკის გავლენით პრობლემებს შექმნის სასიყვარულო და პარტნიორულ კავშირებში. მოიმატებს თავისუფლების მოთხოვნილება და პირადი სივრცის შეუზღუდაობის აუცილებლობა. ამიტომ აუცილებელია ამ პერიოდში ერიდოთ საყვარელი ადამიანების მიმართ მესაკუთრულ დამოკიდებულებას და მაქსიმალური ნდობა გამოიჩინოთ მათ მიმართ.

26 აგვისტოს პლანეტა ვენერა კირჩხიბის ზოდიაქოდან ლომის ზოდიაქოში "გადაბარგდება". რის ხარჯზეც უახლოესი ერთი თვის მანძილზე სასიყვარულო ურთიერთობებში ხმაურიანი სასიყვარულო რომანებისა და დრამატული ისტორიების დრო იწყება. ვენერა ლომში ნიშნავს დღესასწაულს, რომანტიკას და ექსპანსიას ერთად. შესაბამისად, ეს პერიოდი კარგია საყვარელ ადამიანებთან საკუთარ გრძნობებში გამოსატყდომად. რაც უფრო პოეტური და კრეატიული იქნებით, მით უკეთესია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?