კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 21-27 მაისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 21-27 მაისი

და არაორდინარული ტყუპის პერიოდის დასაწყისით. ორშაბათს მზე "გადაბარგდება" ამ ზოდიაქოს ნიშანში და იქ ერთ თვეს დაჰყოფს. შესაბამისად, ამ პერიოდიდან მოყოლებული ადამიანები გაცილებით უფრო "აჩქარებულები", მოუსვენრები, ცოტათი გაღიზიანებულები და ცნობისმოყვარეები გახდებიან. ამასთან ერთად, ტყუპი ყველაზე ცნობისმოყვარე ნიშანია, შესაბამისად, უახლოესი პერიოდის მანძილზე არ გაგიკვირდეთ, რომ ახლის სწავლისა და შემეცნების სურვილმა განსაკუთრებულად შემოგიტიოთ.

ტყუპს ასევე მიაწერენ ყველაზე ოსტატური მატყუარებისა და მანიპულატორების სახელს. ჰოდა, 23 მაისს ამ გავლენას მერკურისა და ნეპტუნის ასპექტიც ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს სავსებით შესაძლებელია ადვილად მოტყუვდეთ ან შეიქმნათ ამაო ილუზიები. მით უმეტეს, რომ ზემოხსენებული მერკური იუპიტერთანაც ოპოზიციას ქმნის მოცემულ მომენტში, რის ხარჯზეც არ არის გამორიცხული გრანდიოზული და უტოპიური გეგმების დასახვას მიჰყოთ ხელი ან ისეთი ვალდებულებები აიღოთ საკუთარ თავზე რომლის შესრულებაც სამომავლოდ გაგიჭირდებათ.

24 მაისს მზისა და მარსის ტრინი დაფიქსირდება ცაზე, რის ხაჯზეც ადამიანებში მოიმატებს ბრძოლისუნარიანობა, შემართება, ენთუზიაზმი და ინციატივის გამოჩენის სურვილი ახალ წამოწყებებში. ეს კარგი დღეა მნიშვნელოვანი შეხვედრების დასაგეგმად და გადაწყვეტილებების მისაღებად.

25 მაისს მერკური და პლუტონი შეკრავენ ალიანსს ცაზე, რის გამოც სასურველია, ერიდოთ ენამწარეობას და ღვარძლიანობის გამოვლენას, რისი სურვილიც ბევრ ჩვენგანს აუცილებლად გაუჩნდება. ასევე სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან.

26 მაისს ვენერა და სატურნი ქმნიან ცაზე ოპოზიციას რის გამოც, ბევრ შეყვარებულ და პარტნიორულ წყვილს ექნება პრობლემები პირად ურთიერთობებში სიცივისა და ემოციების დაფარვის გამო. ამიტომ მეტი სიყვარული და ლოიალურობა გამოავლინეთ საყვარელი ადამიანების მისამართით ამ დღეს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?