კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 21-28 იანვარი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 21-28 იანვარი

გარკვეულწილად კონფლიქტური ალბათობებით სავსე კვირა იღებს სტარტს. ეს ის კვირაა, როცა გამოთქმა "ჩემი ენა ჩემი მტერია" - მთელი სისავსით შეგახსენებთ თავს. ამიტომ მიმდინარე კვირის მანძილზე ყველაზე მეტად დიახაც რომ უნდა აკონტროლოთ არამხოლოდ საკუთარი ნაუბარი, არამედ აზრებიც.

24 იანვარს ცაზე მერკურისა და პლუტონის შეერთება ფიქსირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მატულობს სიტყვიერი და წერილობითი კონფლიქტების ალბათობა. რაკი შეერთება თხის რქის ნიშანშია, შესაძლოა ეს დაპირისპირებები სულაც პროფესიულ სარბიელზე განვითარდეს. ვიღაც შეიძლება ზემდგომებს დაუპირისპირდეს, ვიღაცას კი ხელქვეითებთან გაუგებრობები არ მისცემს მოსვენებას. მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ასევე დედმამიშვილებთან ურთიერთობაში, არ ეუხეშოთ მეზობლებს და ახლო წრის თანამშრომლებს. არანაკლები დაკვირვებულობა გამოიჩინეთ საჭესთან.

25 იანვარს მერკური და იუპიტერი დადებით ასპექტს ქმნიან ცაზე. რის ხარჯზეც გააქტიურდება ფინანსური ოპერაციების წარმატებულად წარმოება. შესანიშნავი დროა მოკლევადიანი მივლინებებისა და თრენინგების დასაგეგმად. კარგია ასევე ნებისმიერი ტიპის საქმიანი მოლაპარაკების წარმოება უცხოელებთან. თუმცა, აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ასეთ დღეებში ადამიანებს ზედმეტი ოპტიმიზმი ახასიათებთ სამომავლო გეგმების დასახვისას. ჰოდა, სასურველია გადამეტებული ვალდებულებები არ აიღოთ საკუთარ თავზე. თორემ სამომავლოდ მათი არ ან ვერ შესრულების გამო, მინიმუმ კონქფლიქტი - მაქსიმუმ რეპუტაციის გაფუჭება აუცილებლად გელოდებათ.

26 იანვარს პლანეტა მარსი მორიელის ზოდიაქოს ტოვებს და ენერგიულ, ოპტიმისტ მშვილდოსანს მიაშურებს. აქ იგი უახლოესი ერთი თვის მანძილზე გააგრძელებს სვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული იდეალური დრო დგება ახალი, გრანდიოზული გეგმების წამოსაწყებად. შესანიშნავი პერიოდია სპორტსმენების, იურისტების, დიპლომატებისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.

დაბოლოს, კვირა მერკურისა და ურანის ნეგატიური ასპექტით სრულდება. რომლის ხარჯზეც მოიმატებს წვრილმანი და დაუგეგმავი ტექნიკური ხარვეზები, არ არის გამორიცხული პრობლემები გადაადგილებისას. სასურველია, არ დაგეგმოთ ამ დღეს თვითმფრინავით ფრენა. დიპლომატია გამოიჩინეთ მეგობრებთან და კოლეგებთა კომუნიკაციისას, მატულობს გაუგებრობების და კონფლიქტების ფაქტობრივად სუფთა ნიადაგზე წარმოქმნის ალბათობა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?