სასვემთვარეობა ემოციებისა და დრამატიზმის გარეშე გადააგორეთ, ასევე თუკი მომატებულ მადასაც მოუხერხეთ ალაგმვა (მით უმეტეს, თუკი სუსტი სქესის წარმომადგენელი ბრძანდებით) და თუკი როგორც იქნა ნანატრი შვებულებაც გეღირასთ, კვირის დასაწყისში მერკურისა და იუპიტერის დადებითი ასპექტები საშუალებას მოგცემთ თამამად დაგეგმოთ ხანგრძლივი მოგზაურობა. ეს კარგი პერიოდია ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრების დასაგეგმად, მით უმეტეს თუ თქვენი საქმიანი პარტნიორები უცხოელები არიან.
უმართლებთ იურისტებს, ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანებს და სპორტსმენებს. 22 აგვისტოდან, მზე თეატრალური ლომის ზოდიაქოს ტოვებს და მშვიდ, გაწონასწორებულ ცოტათი მერკანტილურ ქალწულის ზოდიაქოს მიაშურებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს სიტუაციის გონებით ანალიზის პრეცენდენტები. ამ პერიოდიდან ბევრი ჩვენგანი შეძლებს გული და ემოციები, ლოგიკას მარტივად დაუმორჩილოს.
თუმცა კვირის მანძილზე, კერძოდ კი უკვე 24 აგვისტოს ცაზე ე.წ. "ომების ასპექტი" მარსი-სატურნის შეერთებაც დაფიქსირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს მსოფლიო პოლიტიკურ სარბიელზე. თუმცა, ცვლილებები და მოვლენები, რომ უფრო ნეგატიური ხასიათის მატარებელი იქნება, ვიდრე პოზიტიურის, თვალნათელია, თუკი თავად მარსისა და სატურნის ბუნებას გავითვალისწინებთ. ეს ორი საკმაოდ "მძიმე" და შეიძლება ითქვას "ბოროტი" პლანეტაა, რომელიც ალიანსში ფეთქებადსაშიშ ენერგეტიკას წარმოშობს . თუმცა ამ ასპექტს სხვა ახსნაც გააჩნია ასტროლოგიაში, - მარსი გაზია, სატურნი კი მუხრუჭი. ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში შესაძლოა ამ ასპექტმა წინაღობები, შეზღუდვები და სირთულეები მოიტანოს დასახული მიზნების განხორციელებისკენ სავალ გზაზე. რაც თავის მხრივ უკმაყოფილებას, კონფლიქტებს და სიტუაციის ძალისმიერი მეთოდებით მოგვარების ცდუნებას წარმოშობს. შესაბამისად, კორპორატიული კონფლიქტები, კონფლიქტები ზემდგომებთან ან სამართალდამცავებთან სავსებით მოსალოდნელია ამ პერიოდში.
ამიტომ მაქსიმალური მოთმინების, წინდახედულებისა და დიპლომატიურობისკენ მოგიწოდებთ ყველას. მით უმეტეს, რომ ამ სიტუაციას კვირის ბოლოს მარსისა და ნეპტუნის ნეგატიური ასპექტიც "გაუმაგრებს" ზურგს. რაც თავის მხრივ მედიკამენტორული და ალკოჰოლური მოწამვლის შემთხვევებს გაზრდის . მოგეხსენებათ, საკურორტო სეზონია ძალაში და სპირტიანი სასმელებით ბოროტად სარგებლობის ცდუნებას შესაძლოა ბევრმა ჩვენგანმა ვერ გაუძლოს. თუმცა ზომიერება ყველაფერში საჭიროა. შესაბამისად, თავიდან მარტივად აიცილებთ ნეგატიურ შედეგებს, თუკი გართობისას ალკოჰოლს ზომიერად მიეძალებით.
კვირის ბოლო პლანეტა მარსის მრავალჯერადი, ნეგატიური ასპექტების გამო ცოტა უფრო დატვირთული იქნება კონფლიქტურობის კოეფიციენტით. ამიტომ ყველას მოგვეთხოვება მაქსიმალური სიმშვიდე და ლოიალურობა გამოვავლინოთ ურთიერთობებში. ამ პერიოდში სიფრთხილე გამოიჩინეთ ასევე საჭესთან, დიდ გზაზე გადაადგილებისას. ნუ ჩაებმებით კონფლიქტებში კანონის დამცველებთან ან ჩინითა და სტატუსით მაღლა მდგომ ადამიანებთან კომუნიკაციისას.
დაბოლოს, კარგი ამბებიც უნდა მოგაწოდოთ კვირის "ბონუსად" - თითქმის მთელი კვირა დიდი სიხარულისა და წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი, სიყვარულის პლანეტა ვენერასთან იქნება შეერთებული. რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს მოგზაურობისას, გადაადგილებისას დაწყებული რომანების ალბათობა. კარგი პერიოდია საბანკო-საფინანსო სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, ასევე მედიკოსებისა და ფარმაცევტებისთვის. ჰარმონიულად მიმდინარეობს ნებისმიერი სახის გონებრივ-ანალიტიკური მუშაობა, მკვლევრებისა და მეცნიერებისთვისაც შესანიშნავი პერიოდია პროფესიული კუთხით.