კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 22-28 დეკემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  22-28  დეკემბერი

თხის რქის ზოდიაქოს დიასახლისი გახდება უახლოესი ერთი თვის მანძილზე. გამომდინარე იქედან, რომ ამ პერიოდში პლანეტა ვენერაც იმავე თხის რქის ზოდიაქოს სტუმრობს, ძალიან კარგი პერიოდია საფინანსო საკითხების მოსაგვარებლად. მით უმეტეს, თუკი საქმე საბიუჯეტო სახსრების განკარგვასა და ორგანიზაციის ფინანსებს შეეხება. გარდა ამისა, არანაკლებ მომგებიანია მიმდინარე კვირა აქამდე არსებული დაძაბულობის გასანეიტრალებლად გამოიყენოთ პირადი ურთიერთობების კუთხით. მიზეზად მოახლოებული ახალი წლის სამზადისი გამოიყენეთ, ზურგის ქარს კი ვენერას მდებარეობა მოგცემთ. მოკლედ, დათბით და დატკბით. წინ დღესასწაულებია, მარტო ხომ არ უნდა გაატაროთ მოახლოვებული ახალი წელი?

22 დეკემბრიდან პლანეტა ურანი რეტროგრადული ფაზიდან, დირექტიულ ფაზაში გადაინაცვლებს, რაც საშუალებას მისცემს ბევრ ადამიანს საკუთარი ინდივიდუალიზმი და ნიჭი სწორად და რაც მთავარია, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გამოხატოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პერიოდში აქტუალური გახდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლების ან ამნისტიის საკითხი . ზოგადად, კარგი დროა საიმისოდ, რომ მივხედოთ წინა კვირეებში გაპრობლემებულ იურიდიულ/ბიუროკრატიულ საკითხებსაც. თუმცა, ამ შემთხვევაში მაქსიმალური რისკი, პრინციპულობა და მოქნილობა დაგვჭირდება არსებული პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ მოსაგვარებლად.

24-27 დეკემბრის შუალედში მოსალოდნელია გარკვეული "სიტყვიერი ბატალიები" სამთავრობო ეშელონების და საზოგადოების ცნობად ნაწილს შორის. რომლის სცენარიც აქტიურად გაშუქდება ტელევიზიით. არ არის გამორიცხული დაპირისპირებაში ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ ჩათრეული.

უკვე კვირის ბოლოს სიტუაცია გაცილებით დასტაბილურდება. თუმცა, მოიმატებს ილუზიებისა და ხალხის შეცდომაში შეყვანის ალბათობა. ამ პერიოდში ნუ ენდობით ერთი შეხედვით "პერსპექტიულ" შემოთავაზებებს ზემდგომი ან ჩინით მაღლა მდგომი ადამიანების მხრიდან . გამორიცხული არ არის ვინმეს ხელში სამომავლოდ, უბრალო მარიონეტადაც იქცეთ.

წინდახედულებას, საღ გონებასა და წინასაახალწლო პოზიტივს გისურვებთ! Wink Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?