კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 22-28 სექტემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  22-28 სექტემბერი

ზოდიაქოს ნიშნის "დიასახლისი" ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე ადამიანებში მოიმატებს შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის სურვილი, სილამაზისა და ჰარმონიის აღქმა/მოთხოვნილება, ურთიერთკომპრომისის სურვილი და რომანტიკული სასიყვარულო კავშირების ალბათობა. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ კვირის დასაწყისში პირქუში პლანეტა პლუტონი დირექტიულ ფაზას უბრუნდება, 22-23 სექტემბრის შუალედში ძალზე მატულობს კრიმინალური შემთხვევების რისკი, განსაკუთრებით გაძლიერებულია მსგავსი საფრთხეები საღამოს საათებში. შესაბამისად, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ღამის პერიოდში გადაადგილებისგან.

24 სექტემბერს ახალმთვარეობა გველის. შესაბამისად, ამ პერიოდში კარგია ახალ-ახალი ფინანსური ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელება. ამ ფაქტის ეფექტურობას კი უკვე 24 რიცხვში, იუპიტერი-ურანის დადებითი ასპექტებიც გაუმაგრებს ზურგს. შესაბამისად, არამხოლოდ ფინანსური საკითხების მოგვარებას უნდა მიჰყოთ ხელი, არამედ თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ ლატარიის ბილეთებიც – ამ დღეს მოგების ალბათობა ერთი-ორად მატულობს.

მათთვის, ვისაც იურიდიული საკითხები ჯერაც მოუგვარებელ თემად რჩება ცხოვრებაში ან რაიმე სახის დოკუმენტაციის გაფორმებას აჭიანურებს, აუცილებელია დაუმთავრებელი საქმეები 27 სექტემბრამდე მოაგვაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამომავლოდ მათი წარმატებით დასრულება ეჭვქვეშ დადგება და შესაძლოა არაერთი ბიუროკრატიული სირთულის წინაშე დაგაყენოთ ამ ფაქტმა.

27 სექტემბრიდან შესანიშნავი პერიოდი დგება ფსიქოლოგიის, ფსიქიატრიის, ეზოთერიკის, კრიმინალისტიკის ან საგამოძიებო სტურქტურებში მომუშავე ადამიანებისთვის პროფესიული კუთხით. შესაბამისად, ამ პროფესიის მქონე ხალხმა უახლოესი 2-3 კვირის პერიოდი შესაძლოა ძალზე ნაყოფიერად გამოიყენოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?