კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 23 -28 თებერვალი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  23 -28 თებერვალი

ორშაბათსა და სამშაბათს გააქტიურდება პრობლემები, რომელიც ძირითადად სამართალდამცავებთან, ზემდგომებთან ან ძალაუფლების მქონე ქალბატონებთან ჩვენს ურთიერთობას შეეხება - ეს შეიძლება იყოს ინტრიგების ნიადაგზე დაწყებული კორპორატიული კონფლიქტი, რომელშიც უმთავრეს როლს ქალი თანამშრომლები ითამაშებენ ან საბოლოო სიტყვა უშუალო უფროსის იქნება, რომელიც შესაძლოა სუსტი სქესის წარმომადგენელი იყოს.

კვირის დასაწყისში განსაკუთრებული სიფრთხილე დაოჯახებულ მამაკაცებს მოეთხოვებათ. დიდია ალბათობა იმისა, რომ ოჯახში მეორე ნახევართან მიმართებაში გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას, რომელსაც ცხელ გულზე და მით უმეტეს კონფლიქტით ვერანაირად ვერ გადაჭრით. ამიტომ სასურველია საყვარელ ქალბატონებს დაზავება, რომანტიკული მეთოდებით სთხოვოთ ან საკითხის განხილვა, კვირის ბოლოსკენ გადადოთ და მანამდე დუმილის უფლება გამოიყენოთ.

მიმდინარე კვირის მანძილზე აუცილებელია ნებისმიერი თქვენი ქმედება, კანონიერების ფარგლებში განხორციელდეს. უმცირესი ხარვეზიც კი ამ მხრივ, სამომავლოდ დიდ პრობლემებს და გაუგებრობების ჯაჭვს გამოიწვევს თქვენს ცხოვრებაში - განსაკუთრებით თუ ეს ყველაფერი სამსახურეობრივ საკითხებს ეხება.

მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ აორთქლებად-აალებადი ნივთიერებების მიმართ. ასევე დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომელიც ორგანიზმში კვებითი ინტოქსიკაციის საფრთხეს შეიცავს (სასმელი, დაკონსერვებული საკვები და ა.შ.).

კვირის ბოლოს ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ახალი იდეების დასახვის, სამომავლო პერსპექტიული გეგმების შემუშავების სურვილი მოიმატებს. ამასთან ერთად, პლანეტარული განლაგებაც ისეთია, რომ ორიგინალურ წამოწყებებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კოსმოსი . აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ თამამად დასახოთ თამამი იდეების განხორციელების სქემა, მოიძიოთ თანამოაზრეები და უკვე მარტის მეორე ნახევრიდან, როცა მზე ენერგიული ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, თქვენი ოცნების რეალობად ქცევისთვის დაიწყოთ აქტიური ქმედება.

იღბალს, ღიმილსა და საგაზაფხულო განწყობას გისურვებთ! Innocent Cool

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?