კვირაც კი გველის წინ. ორშაბათი მარსისა და იუპიტერის დადებითი ასპექტით იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ახალ წამოწყებას შეიძლება ჩავუყაროთ საფუძველი, დავგეგმოთ მოლაპარაკებები, მივლინებები საზღვარგარეთ, დაიწყოთ ცხოვრების ახალი და ჯანსაღი წესი, ვარჯიში... შემოიკრიბოთ გარშემო თანამოაზრეები და გააერთიანოთ ახალი იდეის გარშემო.
24 აპრილს ვენერა კუროს ზოდიაქოდან ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, რის ხაჯზეც გაიზრდება მგზავრობისას, გადაადგილებისას დაწყებული რომანების ალბათობა. მოკლევადიანი ფლირტი და კავშირები ვალდებულებების გარეშე ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიუალური იქნება. შესანიშნავი პერიოდია ფინანსების გამოსამუშავებლად კომუნიკაციის გზით, ჟურნალისტიკის, შუამავლობის მეშვეობით. მატერალურად მომგებიანია ნებისმიერი "მოლაპარაკე" საქმიანობა ამ მხრივ.
25 აპრილს მერკურისა და სატურნის ნეგატიური ასპექტის გამო სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან, მაქსიმალური დიპლომატიის გამოჩენა გმართებთ ასევე ასაკითა და ჩინით უფროს ადამიანებთან, უფროს ნათესავებთან და ზოგადად ზემდგომებათან. ამ დღეს გონება და გული შესაძლოა სულ სხვადასხვა რამეს გკარნახობდეთ, ამიტომ სასურველია, ცივი გონებით განჭვრიტოთ და გადაჭრათ სიტუაცია.
26 აპრილს ძალაში შედის მარსისა და პლუტონის ერთობ საშიში და დამანგრეველი შეერთება. რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში მოიმატებს სისასტიკისა და აგრესიისკენ მიდრეკილება. გააქტიურდება კონფლიქტები, როგორც ლოკალურად ისე გლობალური მასშტაბით, თუნდაც პოლიტიკური კუთხით. მარსი და პლუტონი ერთად ეს არის ორი აგრესორი პლანეტა, რომელიც კარგ შემთხვევაში იძლევა საოცრად დიდ სექსუალურ და ფიზიკურ აქტივობას, თუმცა ნეგატიური კუთხით მისი გამოვლინება ადამიანებში გააქტიურებს ისეთ თვისებებს როგორიცაა: დაფარული აგრესია, სისასტიკე, საკუთარი სიმართლის ძალისმიერი გზით დამტკიცების სურვილი და ა.შ. ამიტომ უახლოესი პერიოდის მანძილზე ლოიალურობა, დათმობა, დიპლომატია ერთ-ერთი საუკეთესო თვისებებია ნებისმიერი ადამიანისთვის.
29 აპრილს მზისა და სატურნის დადებითი ასპექტი ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ სიტუაციას ცივი და ნათელი გონებით შეხედოს და გადაწყვეტილებები ცხელ გულზე არამც და არამც არ მიიღოს. ეს კარგი პერიოდია ზემდგომებთან და უფროსობასთან ნაყოფიერი მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის საწარმოებლად.
მშვიდ, ნაყოფიერ და პოზიტიურ კვირას გისურვებთ.