დატოვა კუროს ზოდიაქო და ანცი, მოუსვენარი ტყუპის სამფლობელოში გადაინაცვლა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს კომუნიკაციის დონე და სურვილი. აქტიური იქნება ყველა ე.წ. "მოლაპარაკე" სფეროში მომუშავე ადამიანის პროფესიული მოღვაწეობა - მათ რიცხვში შედიან ჟურნალისტები, იურისტები, მასწავლებლები, ლექტორები და ა.შ.
კვირის დასაწყისში ჯერ კიდევ აქტუალურია სავსემთვარეობისა და მზე-მარსის ასპექტის სახიფათო ენერგეტიკა. ამ პერიოდში გახშირებულია საწარმოო ტრავმების, ავიაკატასტროფების, კონფლიქტებისა და პრეტენზიების ალბათობა. შესაბამისად, მოგიწოდებთ, კვირა მაქსიმალური სიმშვიდითა და თანამშრომლობის მზადყოფნით დაიწყოთ ყველასთან, მათ შორის უახლოეს დედმამიშვილებთან და კოლეგებთან.
23 მაისიდან პლანეტა მერკური, რომელიც ამ ხნის მანძილზე უკანმავალი ანუ რეტროგრადული იყო, მოძრაობას გაასწორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს ადამიანებში ურთიერთგაგების დონე. მოლაპარაკებები უფრო მარტივად გადაიზრდება კოლეგიალურ შეთანხმებებში. ამ პერიოდიდან თამამად შეგიძლიათ ასევე საშოპინგოდ წასვლა და ტექნიკის შეძენა. თქვენი შენაძენი ამ ეტაპზე უკვე სავსებით მოსაწონი და გამოსადეგი იქნება. გარდა ამისა, შეგიძლიათ თამამად დაგეგმოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, ხოლო აბიტურიენტებს გაცილებით გაუადვილდებათ გამოცდებისთის მზადება/ჩაბარება.
24 მაისიდან პლანეტა ვენერაც ანცი ტყუპის ზოდიაქოს შეუერთდება და მზესთან ტანდემში მოგვცემს რომანტიკული ნაცნობობის, მსუბუქი ფლირტის მოთხოვნილებას. ადამიანები ასეთ პერიოდში ადვილად ეცნობიან და უმეგობრდებიან ერთმანეთს. განსაკუთრებით აქტუალური იქნება სასიყვარულო რომანების გაბმა მგზავრობისას და ტრანსპორტში. შესაძლებელია საინტერესო ადამიანი კომუნიკაციის სხვადასხვა წყაროს მეშვეობითაც (ტელეფონი, ინტერნეტი) აღმოაჩინოთ. ურთიერთობების დაწყება ასეთი ტრანზიტის დროს ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, თუმცა რამდენად იქნება ეს კავშირი სერიოზული და ხანგრძლივი სამომავლოდ ამას დრო გვიჩვენებს.