კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 24-30 ივლისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 24-30 ივლისი

და მასთან ერთად, ლომის ზოდიაქოში ამ ეტაპზე არც მეტი არც ნაკლები, მთელი სტელიუმია. ამიტომ პლანეტების ამ "ლომურ" აღლუმს რაღა თქმა უნდა, ექნება თავისი ცეცხლოვანი გავლენა ჩვენზე - ადამიანებზე. ლომის ზოდიაქოს ამგვარი "ოვერდოზი" ადამიანებში თეატრალურობას, რომანტიკულობას, საკუთარი აზრებისა და პრინციპების აქტიურად დაფიქსირების სურვილს, ბრძოლისუნარიანობას გააძლიერებს.

გარდა ამისა, კვირის დასაწყისში ცაზე წარმოქმნილი ვენერა-სატურნის ოპოზიცია პირად ურთიერთობებში პრობლემების წარმოქმნის ალბათობასაც გაზრდის. ეს ის დროა, როცა წყვილებს შორის მოჩვენებითი გულგრილობისა და სიცივის პერიოდი ისადგურებს და არც ერთ მხარეს არ სურს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა. ამიტომ კვირის პირველ ნახევარში, ისე როგორც არასდროს მოგეთხოვებათ მაქსიმალურად თბილი, დამთმობი და ლოიალური იყოთ საყვარელი ადამიანების მიმართ . ნუ ეცდებით ასევე მერკანტილური მიზნებით გამოიყენოთ პარტნიორის გრძნობები თქვენს მიმართ. ხოლო მათ, ვინც ჯერ კიდევ თავისუფალია, ამ დღეებში გულზე მძაფარად შემოწოლილ მარტოსულობის შეგრძნებას მარტივად გაუქარწყლებს შემოქმედებითი საქმიანობა.

24 ივლისს მერკურისა და ურანის დადებითი ასპექტი საშუალებას იძლევა ორიგინალური იდეები მოიყვანოთ მოქმედებაში. კარგი დღეა მასშტაბური, ჯგუფური პროექტების დასაწყებად.

25 ივლისს პლანეტა მერკური, ლომის ზოდიაქოდან ქალწულის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. აქ მერკური ძალზე კარგ პოზიციაშია. ამიტომ ქალწულის ნიშანში, მერკურის განლაგება განსაკუთრებით დადებით ძვრებს პირდება მიწის სტიქიის წარმომადგენლებს - კუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს. მერკურის ქალწულში პოზიციონირება იდეალური დროა მედიკოსებისთვის. ასევე კარგად აისახება საბანკო-საფინანსო სექტორში მომუშავე ადამიანებზე. მოიმატებს ლოგიკურობა, სიტუაციის დეტალური ანალიზის უნარი და შრომისუნარიანობა.

27 ივლისი საკმაოდ ფეთქებადსაშიში დღე იქნება, იმიტომ რომ ცაზე მზისა და მარსის ზუსტი შეერთება დაფიქსირდება ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ამ პერიოდში მომატებულია აგრესიულობა, კონფლიქტურობა.

არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ტიპის ექსცესების შემსწრე გავხდეთ როგორც გლობალური, ისე ლოკალურ პოლიტიკურ სპექტრში. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე. განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ ფეთქებადსაშიშ, აალებად ნივთიერებებს. არ არის გამორიცხული ხანძრების ალბათობა. დადებითი კუთხით ეს ასპექტი აისახება ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლებზე - ლომებზე, ვერძებსა და მშვილდოსნებზე. მათ ცხოვრებაში აქტიური იქნება საკუთარი იდეების ხმამაღალი დეკლარირების სურვილი, სიტუაციის სპონტანურად შეცვლის მოთხოვნილება, ბრძოლისუნარიანობა და პრინციპულობა.

30 ივლისს ვენერასა და ურანის ასპექტი საშუალებას იძლევა, რომ მოკლევადიანი და მსუბუქი ფლირტი წამოვიწყოთ. კარგი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

კვირის ბოლოს ვენერა ცეცხლოვანი ლომის ზოდიაქოს დატოვებს და უახლოესი ერთი თვის მანძილზე, ემოციური კირჩხიბის ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალური პერიოდი იწყება ისეთი ურთიერთობების შესაქმნელად, რომელიც სამომავლოდ სავსებით მოსალოდნელია ქორწინებით დაგვირგვინდეს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?