კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 24-30 ივნისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 24-30 ივნისი

კვირა გველის წინ. კვირის დასაწყისში უმთავრესი, რაშიც ზომიერების გრძნობის გამოჩენას გირჩევთ ეს არის ფინანსური დანახაჯრები. იმიტომ რომ, ამ დღეს ისე როგორც არასდროს, გექნებათ მოთხოვნილება, ფული მარტივად "გაატანოთ ქარს" და სრულიად არასაჭირო წვრილმანებზე გაანიავოთ სახსრები.

27 ივნისიდან პლანეტა მარსი რეტროგრადული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ცხოვრებაში მოიმატეს სიტუაციები, სადაც საკუთარი აგრესიისა და აქტივობის შეზღუდვა იქნება აუცილებელი. არ არის გამორიცხული წინააღმდეგობები და შეფერხებები შეგექმნათ ბევრ საქმეში ამ პერიოდიდან მოყოლებულ. იმიტომ რომ, რეტროგრადული მარსი ზუსტადაც, რომ გვაიძულებს თითოეული ნაბიჯის გადადგმისას ყველაფერი "ასჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ". ამავე დღეს ზემოხსენებული მოვლენის პარალელურად ცაზე მზისა და სატურნის ოპოზიციასაც ექნება ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია კორპორატიული ინტრიგები, დაპირისპირება ზემდგომებთან და გაუგებრობები ზოგადად სამსახურეობრივ ნიადაგზე. მაგრამ სირთულეებს ნუ შეუშინდებით და ნებისმიერი შეფერხება მიიღეთ როგორც გამოწვევა, რომელიც თქვენში მოთმინებისა და გამძლეობის კოეფიციენტს სამომავლოდ კიდევ უფრო გაზრდის.

ამ ყველაფერს ისიც დაემატება, რომ 28 ივლისს სავსემთვარეობას ველით თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში. თხის რქა კი ზუსტადაც რომ კარიერულ და პროფესიულ სარბიელს შეესაბამება. ჰოდა, სავსემთვარეობას აუცილებელია მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებული და ზუსტად ვიცოდეთ, რა გვჭირდება პროფესიულ სარბიელზე საკუთარი სურვილების ასასრულებლად. თუმცა, ამასთანავე კარგი იქნება გვახსოვდეს, რომ სავსემთვარეობა ყოველთვის ხასიათდება ადამიანებში ემოციის სიჭარბისა და აგრესიისკენ მიდრეკილებით, ამიტომ ამ დღეს ნებისმიერ თქვენგანს მაქსიმალური სიმშვიდე და საღი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები მოეთხოვება.
29 ივნისს პლანეტა მერკური ინტუიციურ კირჩხიბის ნიშანს დატოვებს და პომპეზურ ლომის ზოდიაქოში "გამაგრდება". რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული განსაკუთრებულად დაფასდება საკუთარი ცოდნის ე.წ. "ორატორულად" სახალხოდ დემონსტრირების უნარი. ამიტომ თამამად გააჟღერეთ თქვენი იდეები საზოგადოების წინაშე და გახსოვდეთ, რომ ცხოვრება თეატრია, სცენაზე კი თქვენ დგახართ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის წარმოსაჩენად.

30 ივნისს მერკურისა და ურანის კვადრატურის გამო, მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები სამსახურში, კოლექსტივთან. ასევე არ არის გამორიცხული მარტივად გამოვიდეს წყობიდან ტექნიკა და დანადგარები. კვირის ბოლოს ყურადღებით მოეკიდეთ ქალთა პერსონალთან ურთიერთობას. არ არის გამორიცხული ურთიერთობა დაიძაბოს ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. მამაკაცებს კი მოეთხოვებათ მეტი გულისხმიერება გამოიჩინონ დედებისა და მეუღლეების მიმართ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?