კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 24 -30 ნოემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  24 -30 ნოემბერი

პირველ დღეებში თავს მაქსიმალურად აარიდებთ დიდ დანახარჯებს და უძრავი ქონების შეძენას. არასასურველია დიდ მანძილზე დაგეგმილი საერთაშორისო ვიზიტები. სამაგიეროდ, დაახლოებით 26 ნოემბრიდან სიტუაცია გაცილებით გაუმჯობესდება და რეალურად გაჩნდება უკვე შესაძლებლობა ნებისმიერი საქმიანი საკითხის მოსაგვარებლად. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ სიტუაციებს, როცა საქმე მაღალჩინოსნების ჩარევას, ან მათ უშუალო გადაწყვეტილებას შეეხება სამომავლო აქტივობის საკითხში. აქედან გამომდინარე, თუკი თქვენ ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად უშუალო უფროსის კეთილგანწყობა და თანხმობა გესაჭიროებათ კვირის შუა პერიოდი (დაახლოებით 26-27 რიცხვები) იქნება მომგებიანი.

27 -29 ნოემბრის შუალედში აქტიური იქნება მოულოდნელი, რომანტიკული რომანების წამოწყება, რომელსაც სამსახურეობრივ ან აბსოლუტურად არაორდინალურ სიტუაციაში ჩაეყრება საფუძველი . თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამგვარ ურთიერთობას სამომავლოდ ერთობ არაპროგნოზირებადი სიუჟეტი ექნება და იგი შესაძლოა დაგვირგვინდეს როგორც სწრაფი ქორწინებით, ასევე სწრაფი დაშორებით წყვილს შორის.

კვირის ბოლოსკენ მატულობს კორპორატიული ინტრიგების, ჭორებისა და სკანდალების ალბათობა. არ არის გამორიცხული, სწორედ ამ პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენაც მოხდეს ან მოულოდნელად გაჟღერდეს საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი დეტალები, საკითხზე რომელიც დიდი ხანია ბურუსით გახლავთ მოცული.

28 ნოემბრიდან დეკემბრის დასაწყისამდე არ არის სასურველი გრძელვადიანი პროექტების წამოწყება. ხანგრძლივი მოგზაურობის დაწყება ან ტექნიკის შეძენა . ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები განსაკუთრებით თუკი იგი საგანმანათლებლო საქმეს, ტურიზმის სფეროს ან პოლიტიკურ აქტივობას ეხება შესაძლოა კრახით დაგვირგვინდეს. შესაბამისად, სასურველია, მსგავსი ტიპის აქტივობა მომავალი კვირისთვის გადადოთ.

იღბალს, ღიმილსა და პოზიტიურ ემოციებს გისურვებთ! Cool Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?