კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 24 - 31 მარტი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  24 - 31 მარტი

მოიმატებს ჯანმრთელობის მხრივ საერთო ენერგეტიკული პოტენციალი, პრინციპულობა და დინამიკურობა. თუმცა, ასევე გახშირდება კონფლიქტები, მოულოდნელად გამოვლენილი აგრესიის სურვილი, უმართავი ემოციები, როგორც პირად, ისე პროფესიულ სარბიელზე, რაც აუცილებლად უნდა დავაბალანსოთ.

მზე ვერძის ზოდიაქოში დადებით გავლენას ახდენს ცეცხლის სტიქიის ნიშნებზე – ლომი, მშვილდოსანი. შედარებით ნეგატიურია იგი კირჩხიბის, თხის რქის, სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხალხისთვის . იმიტომ რომ ამ ნიშნებს ვერძთან კვადრატურა ან ოპოზიცია აკავშირებს. აქედან გამომდინარე, მათთვის ვერძის პერიოდი შესაძლოა გარკვეული, დაუგეგმავი მოვლენებითა და ემოციებით იყოს სავსე. ასეთ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ სასურველია არ შეუშინდნენ სიახლეს და ცვლილებებს, რომელსაც ბედისწერა სთავაზობს. იმოქმედონ "ვერძულად" – გაბედულად, მეტი ოპტიმიმზითა და რაც მთავარია გულწრფელობით!

კარგი პერიოდია ნებისმიერი ტიპის ინოვაციური პროექტების დასაწყებად . ეს ძირითადად შეეხება ინტერნეტის და გლობალური კომუნიკაციის სფეროებს.

თუმცა, უახლოესი ერთი კვირის მანძილზე მკაფიოდ იმატებს კანონთან დამოკიდებულებაში ადამიანების ნეგატიური დამოკიდებულება. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის კრიმინალურ მოვლენებს. დაუმორჩილებლობებს, იურიდიულ დავებსა და სასამართლო გარჩევებს.

მზისა და იუპიტერის ნეგატიური ასპექტი ასევე არასახარბიელოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიეტის დაწყება სურს ან წონის კორექციის საკითხი აწუხებს. ეს ის პერიოდია, როცა არსებობს ალბათობა, არასწორმა კვების რეჟიმმა და დიეტურმა საჭმელმა გარკვეული გართულებები გამოიწვიოს თქვენს ორგანიზმში. შესაბამისად, აჯობებს მოერიდოთ ასეთ "ექსპერიმენტებს" ან ცოტა უფრო მოგვიანებით წამოიწყოთ იგი.

უახლოესი ერთი კვრის მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემებს. სასურველია, მოერიდოთ ალკოჰოლის დიდი დოზით მიღებას.

პირად ურთიერთობებში მათთვის ვინც უკვე დაოჯახებულია, გარკვეული პრობლემები შეიძლება შექმნას დოგმატიზმმა, ზედმეტმა დიქტატურამ ან პარტნიორის მისამართით უტაქტო საქციელმა. ხოლო იმ ადამიანებს ვინც მარტოა, შესაძლოა ბედმა ახალი სიყვარულის პოვნის თვალსაზრისით გაუღიმოს და სწორედ ამ კვირაში ჩაეყაროს მათთვის მოულოდნელი რომანის დასაწყისს საფუძველი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?