კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 25 -31 მაისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 25 -31 მაისი

ადამიანებს მოკლევადიანი ფლირტის ცდუნებამ "შეუღიტინა" საკმაოდ მოსალოდნელი იქნება ეს. პლანეტა ვენერას ასპექტი, ურანთან განაწყობს ადამიანებს იმისკენ, რომ ამ დღეებში პარტნიორულ ურთიერთობაში, ახალ-ახალი ემოციები და თავგადასავლები ეძებონ. თუმცა მათთვის, ვისი გულიც და სტატუსიც აბსოლუტურად თავისუფალია, სავსებით შესაძლებელია, მოულოდნელი და ამაღელვებელი ურთიერთობაც დაიწყოს ამ დღეებში - ოღონდ რამდენად იქნება ეს კავშირი ხანგრძლივი და სტაბილური, ეს მხოლოდ თქვენსავე მარიფათზეა დამოკიდებული. ურანი "ხულიგანი" პლანეტაა, შესაბამისად, მისგან სტაბილურობას ნუ ელით - მით უმეტეს სიყვარულში.

25-26 მაისის პერიოდში კარგი იქნება თუკი ორგანიზმის გამაჯანსაღებელ პროცედურებს წამოწყებთ. საუკეთესო დღეებია დეტოქსიკაციისთვის ან სხეულის წიდებისგან გასაწმენდად. თუმცა, ფრთხილად იყავით, თვითმკურნალობამ შესაძლოა შეუქცევადი შედეგები მოგცეთ - დაწყებული ალერგიით, დამთავრებული სხეულის გამოფიტვით და კვებითი მოწამვლით. ამიტომ სასურველია კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ წინასწარ.

27-28 მაისის პერიოდი მკვეთრად გამოხატული კონფლიქტურობით და მაღალი აგრესიული ფონით გამოირჩევა. ძალზე იოლია ამ დღეებში სიტყვიერი პოლემიკა მუშტი-კრივში ან სამართლებრივ დავაშიც კი გადაიზარდოს. ამიტომ აკონტროლეთ გამონათქვამები და ტონი, რომლითაც თანამოსაუბრეს მიმართავთ. უკვე კვირის ბოლოს, სავსებით შესაძლებელია გაუთვალისწინებელი ინტრიგების ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაჟღერების მსხვერპლი გახდეს ბევრი ჩვენგანი. ამიტომ სასურველია, ნებისმიერი ტიპის შემოთავაზება კარგად ავწონ-დავწონოთ და რაც მთავარია, ადამიანებს უსაფუძვლოდ არაფერში დავდოთ ბრალი, მანამ სანამ სიტუაციის სრულ სურათში არ გავერკვევით.

კვირის მანძილზე, მომატებულია ავტო-საგზაო შემთხვევების ალბათობა. გარდა ამისა, არანაკლებ მოიმატებს ალკოჰოლისა და სხვა საშუალებების მოხმარების მიმართ მოთხოვნილება, რაც დიდ საფრთხეს შექმნის არაფხიზელ მდგომარეობაში საჭის მართვის კუთხით. სასურველია ფხიზელმა მძღოლებმაც მაქსიმალურად აკონტროლონ სიჩქარე, იმიტომ რომ ხილვადობის პრობლემების გამო (პლანეტა ნეპტუნის ცუდი ასპექტები მზესთან) და დაბნეულობის მომენტში სავსებით შესაძლებელია გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მივიდეს ყველაზე გამოცდილი მძღოლიც კი.

კვირის ბოლოს უმართლებთ მათ, ვისი საქმიანობაც რისკთან, სწრაფ და სპონტანურ ქმედებასთანაა კავშირში. ამიტომ მაქსიმალური გამჭრიახობა და ქმედითობა მართებთ ჟურნალისტებს და სპორტსმენებს, თუმცა სასურველია, სტატუსით ან თანამდებობით მაღლა მდგომ ადამიანებთან მათი დამოკიდებულება მაინც მოზომილი და ჩვეულებრივზე ფრთხილი იყოს. რათა თავიდან აიცილონ მოსალოდნელი ექსცესები.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?